ვიზუალურ-ფსიქოლოგიური ტესტი: პიროვნული დახასიათება ნახატის მიხედვით

© Pixabay / geraltვიზუალური ტესტი
ვიზუალური ტესტი - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2022
გამოწერა
ინტერნეტში უამრავი სხვადასხვა ტიპის ფსიქოლოგიური ტესტის ნახვა შეიძლება, თუმცა ყველა ასაკისა და სქესის ადამიანები უპირატესობას ვიზუალურ ტესტებს ანიჭებენ.
მათი თავისებურება ისაა, რომ ადამიანის ცნობიერების მრავალი ასპექტის გაანალიზებას ხდის შესაძლებელს.
ვიზუალური ტესტებით შეგიძლიათ შეამოწმოთ მეხსიერება, ინტელექტი, ინტუიცია, დროულად ამოიცნოთ ფსიქოლოგიური დარღვევები, დეპრესიის დონე და ა.შ. სურათებიანი დავალებები საკმაოდ ზუსტ შეფასებას აძლევს ამ ყველაფერს.
ქვემოთ სწორედ ერთ ასეთ ტესტს გთავაზობთ. დახედეთ ნახატს და გაიაზრეთ, რას ხედავთ?
ვიზუალური ტესტი
ვიზუალური ტესტი - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2022
ვიზუალური ტესტი

ორი ხელი

თუ ორ ხელს ხედავთ, თქვენი ძლიერი მხარე — ლოგიკა და ანალიზის სიყვარულია. მართალია, ფანტაზიის ელემენტიც შეიმჩნევა, მაგრამ თქვენ ის ადამიანი ხართ, რომელიც ყოველთვის ლოგიკურად მსჯელობს დედუქციური მეთოდების გამოყენებით. გიყვართ სიმართლის გარკვევა, რადგან სიცოცხლის საფუძვლად ჭეშმარიტება მიგაჩნიათ. თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა შემთხვევა, მოვლენა და ტენდენცია „თაროებზე დალაგდეს“. ეს ნიჭი გეხმარებათ ურთულესი სიტუაციებიდან თავის დაღწევაში. თქვენი დახვეწილი გონება და ერუდიცია იზიდავს ადამიანებს, რომლებიც ხშირად გთხოვენ დახმარებას რთულ ვითარებაში — თქვენ ხომ ყოველთვის იცით, როგორ იპოვოთ სრულყოფილი გამოსავალი ნებისმიერი ჩიხიდან. და თქვენ ყოველთვის ცდილობთ დაეხმაროთ ადამიანებს, თუ შეგიძლიათ. ყინულოვანი სიმშვიდე, სიმკაცრე და ცივი გონება — ეს თვისებები თქვენი უდავო უპირატესობებია.

აფეთქება

თუ აფეთქება დაინახეთ, თქვენი ძლიერი მხარე — მდიდარი წარმოსახვა და შემოქმედების სიყვარულია. ძალიან კრეატიული ადამიანი ხართ, რომელსაც ფანტაზიის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. მიჩვეული ხართ მუდმივად ფიქრს, წარმოსახვასა და თქვენი იდეების განხორციელებას. გაქვთ ბევრი ფარული ნიჭი, რომლის შესახებაც ჯერ შესაძლოა არც კი იცით. თქვენთვის იდეალური ვარიანტი იქნება ახალი ჰობის მოძიება — შეეცადეთ გააკეთოთ ის, რაც აქამდე არასდროს გაგიკეთებიათ. ეს მოგცემთ ძალას შემდეგი მიღწევებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მდიდარი ფანტაზია გაქვთ, მისი სწორად გამოყენება გიჭირთ. ამიტომ ეს „ფუნქცია“ სათანადოდ უნდა განივითაროთ. ამაში შემოქმედებითი პრაქტიკა დაგეხმარებათ: ხატვა, თეატრი, მუსიკა, ხელსაქმე, ცეკვა... ამის შემდეგ ნახავთ, როგორ დადებითად შეიცვლება თქვენი რუტინული ცხოვრება.

ხე

თუ ხე დაინახეთ, თქვენი ძლიერი მხარეა დაკვირვება და მგრძნობელობა. თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ყოველთვის ამჩნევს დეტალებს — არა მარტო ყოველდღიურ ცხოვრებასა და საგნებში, არამედ ნებისმიერ, თუნდაც ყველაზე მინიმალურ ცვლილებას სხვების გუნება-განწყობაში. და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ თქვენ თავად ხართ საკმაოდ მგრძნობიარე ადამიანი. ყველაფერი გულთან ახლოს მიგაქვთ, იცით თანაგრძნობა, თანაც სრულიად გულწრფელი. ამადაც გაფასებენ მეგობრები და ახლობლები. სხვათა შეგრძნებების შეცნობის უნარი შეგიძლიათ საკუთარი სარგებლისთვისაც გამოიყენოთ (ან უკვე იყენებთ კიდეც). თუ რაიმე ინფორმაციის მიღება დაგჭირდებათ, ამაში სწორედ სხვათა განწყობის „დაჭერის“ უნარი დაგეხმარებათ. თქვენ მარტივად დასვამთ სწორ კითხვას და მიიღებთ მკაფიო პასუხს ისე, რომ თანამოსაუბრეს ეჭვიც კი არ აღეძვრება. მაგრამ თქვენ წესიერი ადამიანი ბრძანდებით და ამიტომ უკანონო მეთოდებით არ სარგებლობთ. ცხოვრებისადმი ასეთი შეგნებული და დეტალური დამოკიდებულება დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში. მაგალითად, პირადი ბიზნესი თქვენთვის იდეალური სფერო იქნება.

ბუნდოვანი ლაქა

თუ ნახატზე ლაქა დაინახეთ, თქვენი ძალა — სერიოზულობა და შრომისმოყვარეობაა. ბუნდოვანი ლაქა იმის ნიშანია, რომ კარგი დასვენება გჭირდებათ, ვინაიდან ბევრს მუშაობთ, ქანცის გაწყვეტამდე შრომობთ. დღეს თქვენი მთავარი ამოცანაა დაისვენოთ, დაიძინოთ და მიაღწიოთ ჰარმონიას საკუთარ თავთან. თქვენ საკმაოდ ენერგიული ადამიანი ხართ, მაგრამ ახლა ენერგიისგან დაცლილი ხართ, რაც საზიანოა თქვენი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. იცოდეთ, რომ წინ ახალი მიღწევები და საქმეები გელოდებათ. ამიტომ დაისვენეთ და ეცადეთ ამ ხნის განმავლობაში ნაკლები იფიქროთ.
ყველა ახალი ამბავი
0