ვითარება ბორჯომის ხეობაში - როდის ვარაუდობენ ხანძრის სრულ ლიკვიდაციას

© courtesy of Borjomi Municipalityხანძარი ტყეში
ხანძარი ტყეში - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2022
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად 150 ჰექტარზე მეტი ტყის ტერიტორია განადგურდა.
თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. ბორჯომის ხეობაში ხანძრის სრული ლიკვიდირება, შესაძლოა, დღის ბოლომდე მოხერხდეს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
ცეცხლი მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სოფელ ქვაბისხევის ტყეში 19 აგვისტოს გაჩნდა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მე-11 დღეა მიმდინარეობს. მეხანძრეები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.
გუშინ, საღამოს ყველაზე ცხელი წერტილი სოფელ ქვაბისხევის მიმდებარე ტერიტორია იყო. დღეს ძალიან მცირე დაკვამლიანება კიდევ შეინიშნება. ამჟამად მხოლოდ მცირე კერები ფიქსირდება, რომელთა სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
სამუშაოებს ართულებს რელიეფი. არსებულ კერებთან მისვლას, ავიაციის გარდა, სჭირდება ხელით დამუშავება. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ამინდზე და შესაძლებელია, რომ ბორჯომის ხეობაში ხანძრის სრულად ლიკვიდირება დღის ბოლომდე მოხერხდეს.
ავიაცია დილიდანვე აქტიურად არის ჩართული ცეცხლის ლოკალიზაციისა და ლიკვიდაციის პროცესში. სტიქიური უბედურების ზონაში შსს-ს ქვედანაყოფები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.
მთელი ამ დროის განმავლობაში ბორჯომის ხეობაში ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს ძალები, სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი და თურქეთის რესპუბლიკის 3 სპეციალური სახანძრო თვითმფრინავი, მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ტექნიკაც.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად 150 ჰექტარზე მეტი ტყის ტერიტორია განადგურდა. ხანძრის მიზეზი, სავარაუდოდ, ადამიანის დაუდევრობა გახდა.
ყველა ახალი ამბავი
0