ყველაფერი საქართველოს შესახებ - ტურისტებისთვის ახალი გზამკვლევები გამოიცა

© Georgian National Tourism Administrationტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი ტურისტული გზამკვლევები გამოსცა
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი ტურისტული გზამკვლევები გამოსცა - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2022
გამოწერა
ახალი ტურისტული ბროშურები ინგლისურ ენაზე გამოიცა. დაგეგმილია ბროშურების თარგმნა მიზნობრივი ბაზრებისთვის სხვადასხვა ენაზე.
თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი ტურისტული გზამკვლევები გამოსცა. ამის შესახებ ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, შემუშავდა ექვსი მიმართულება, რომლებიც მოიცავენ ინფორმაციას საქართველოს დაცული ტერიტორიების, სამთო კურორტების, კულტურის, ღვინის და კულინარიის შესახებ.
© Georgian National Tourism Administrationტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი ტურისტული გზამკვლევები გამოსცა
Национальная администрация туризма Грузии издала новые туристические путеводители - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2022
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი ტურისტული გზამკვლევები გამოსცა
„ახალი ბროშურების დახმარებით მოგზაურები UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესული ძეგლების, მუზეუმების, მონასტრების, იმერეთის ტურისტული ადგილებისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესახებ ცნობებს მიიღებენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ბროშურებში ჩართულია რუკები, მარშრუტები, ინფორმაცია ვიზების შესახებ, ტურისტებისთვის საჭირო ონლაინ-ბმულები და QR-კოდები.
ახალი ტურისტული გზამკვლევები ინგლისურ ენაზე გამოიცა. ამასთან, დაგეგმილია ბროშურების თარგმნა მიზნობრივი ბაზრებისთვის სხვადასხვა ენაზე.
ახალ გზამკვლევებს ტურისტები საინფორმაციო ტურისტულ ცენტრებში გაეცნობიან. ამას გარდა, ახალი ბროშურებით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე წარდგება.
ახალი ტურისტული ბროშურები ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მთის ტრასების სააგენტოსთან, ქუთაისის აეროპორტთან, საქართველოს ეროვნულ პარკებთან და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით მოამზადა.
ყველა ახალი ამბავი
0