უკრაინის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე შეტევებს - ვიდეო

გამოწერა
ენერგოდარის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ვოლგამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კრიტიკული ინფრასტრუქტურის მისამართით შეტევებს.
მაღალჩინოსნის თქმით, უკრაინელი სამხედროები აპირებენ ჩაშალონ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების ვიზიტი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, რადგან ეშინიათ იერიშების ფაქტების გამოვლენისა, რასაც ბირთვული კატასტროფის გამოწვევა შეეძლო. თუმცა ვოლგამ განაცხადა, რომ ამ მომენტისათვის სადგურთან რადიაციული ფონის ზრდა არ შეინიშნება. მან ასევე აღნიშნა, რომ ატომური ელექტროსადგურის დაცხრილვის ფაქტები შეგროვებული და დაფიქსირებულია, რაც მალე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტებს გადაეცემათ.
ყველა ახალი ამბავი
0