https://sputnik-georgia.com/20220830/serbeti-lavrovis-gancxadeba-komentari-269889087.html
სერბეთის პროტესტი: რუსეთის საგარეო უწყებამ ლავროვის ნათქვამზე კომენტარი გააკეთა
სერბეთის პროტესტი: რუსეთის საგარეო უწყებამ ლავროვის ნათქვამზე კომენტარი გააკეთა
Sputnik საქართველო
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. რუსეთი არ ცდილობს ბოროტად გამოიყენოს სერბეთთან მეგობრული ურთიერთობა, ოფიციალური პირების განცხადებები არ იძლევა იმის საფუძველს... 30.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-30T09:51+0400
2022-08-30T09:51+0400
2023-07-20T15:46+0400
პოლიტიკა
რუსეთი
სერბეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/1c/266957244_0:123:2980:1799_1920x0_80_0_0_d868b4c13b79ba23e81214f6733f8822.jpg
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. რუსეთი არ ცდილობს ბოროტად გამოიყენოს სერბეთთან მეგობრული ურთიერთობა, ოფიციალური პირების განცხადებები არ იძლევა იმის საფუძველს, რომ მოსკოვი საპირისპიროში დავადანაშაულოთ, აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.მანამდე სერბეთის ვიცე-პრემიერმა ზორანა მიხაილოვიჩმა განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი „ბოროტად იყენებს ბელგრადის უარს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე" და ამას უკრაინაში სამხედრო მოქმედებების მხარდაჭერად აფასებს, რაც რეალურად ასე არ არის. მიხაილოვიჩმა ეს მკაცრი შენიშვნა სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრ ვულინის მოსკოვში ყოფნისას გააკეთა, რა დროსაც ლავროვმა აღნიშნა, რომ მოსკოვი და ბელგრადი თანმიმდევრულად იცავენ სახელმწიფოთა განუყოფლობისა და თანაბარი უსაფრთხოების პრინციპებს როგორც „ბალკანეთში, ისე უკრაინაში დასავლეთის მიერ პროვოცირებულ სიტუაციაში“.როგორც სამინისტროში აღნიშნეს, რუსეთი „პატივს სცემს ბელგრადის სურვილს, ამ რთულ პირობებში შეინარჩუნოს დაბალანსებული და, რაც მთავარია, დამოუკიდებელი ხაზი“. მათი თქმით, ასეთი დაბალანსებული მიდგომა დასავლეთის სანქციების პოლიტიკის მიმართ სერბეთის ხელმძღვანელობის თავშეკავებულ დამოკიდებულებაში აისახება, რომელსაც პრინციპულად არ სურს მასში მონაწილეობა საკუთარი ინტერესების საზიანოდ.
სერბეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/1c/266957244_249:0:2980:2048_1920x0_80_0_0_cbba12b07a229750dd4f0691b4baad74.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, რუსეთი, სერბეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, მსოფლიოს ახალი ამბები
პოლიტიკა, რუსეთი, სერბეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. რუსეთი არ ცდილობს ბოროტად გამოიყენოს სერბეთთან მეგობრული ურთიერთობა, ოფიციალური პირების განცხადებები არ იძლევა იმის საფუძველს, რომ მოსკოვი საპირისპიროში დავადანაშაულოთ, აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
მანამდე სერბეთის ვიცე-პრემიერმა ზორანა მიხაილოვიჩმა განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი „ბოროტად იყენებს ბელგრადის უარს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე" და ამას უკრაინაში სამხედრო მოქმედებების მხარდაჭერად აფასებს, რაც რეალურად ასე არ არის. მიხაილოვიჩმა ეს მკაცრი შენიშვნა სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრ ვულინის მოსკოვში ყოფნისას გააკეთა, რა დროსაც ლავროვმა აღნიშნა, რომ მოსკოვი და ბელგრადი თანმიმდევრულად იცავენ სახელმწიფოთა განუყოფლობისა და თანაბარი უსაფრთხოების პრინციპებს როგორც „ბალკანეთში, ისე უკრაინაში დასავლეთის მიერ პროვოცირებულ სიტუაციაში“.
„რუსი ოფიციალური პირების შეფასებები და განცხადებები არავის აძლევს საფუძველს და უფლებას, გაგვკიცხოს ინსინუაციებისთვის, სერბეთის ტრადიციულად მეგობრული, პატიოსანი ურთიერთობების „ბოროტად გამოყენების“ მცდელობისთვის, რომელიც უცვლელად იგება თანასწორობაზე, პატივისცემასა და ურთიერთგაგებაზე“, — განაცხადეს რუსეთის საგარეო უწყებაში.
როგორც სამინისტროში აღნიშნეს, რუსეთი „პატივს სცემს ბელგრადის სურვილს, ამ რთულ პირობებში შეინარჩუნოს დაბალანსებული და, რაც მთავარია, დამოუკიდებელი ხაზი“. მათი თქმით, ასეთი დაბალანსებული მიდგომა დასავლეთის სანქციების პოლიტიკის მიმართ სერბეთის ხელმძღვანელობის თავშეკავებულ დამოკიდებულებაში აისახება, რომელსაც პრინციპულად არ სურს მასში მონაწილეობა საკუთარი ინტერესების საზიანოდ.