„ვოსტოკ 2022“: რუსეთის აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის ტერიტორიაზე სამხედრო წვრთნები იწყება

© photo: Sputnik / Evgeniy Epanchintsev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2022
გამოწერა
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. რუსეთის ფედერაციას, ყაზახეთს, ყირგიზეთს, ტაჯიკეთსა და ჩინეთს შორის შეთანხმებით გათვალისწინებული ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები „ვოსტოკ-2022“ თავდაცვითი ხასიათისაა და არ არის მიმართული კონკრეტული სახელმწიფოებისა და სამხედრო ალიანსების წინააღმდეგ, განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ ფომინმა.
შესაბამისი განცხადება მოსკოვში უცხოეთის სამხედრო ატაშეებისთვის გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა.

„სწავლების კონცეფციის შემუშავებისას პრიორიტეტული მიმართულება იყო ჯარების მოქმედების ვარიანტების ეტაპობრივი შესწავლა რუსეთისა და მისი მოკავშირეების სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის პასუხისმგებლობის ზონაში. წვრთნები არ არის მიმართული რომელიმე კონკრეტული სახელმწიფოს ან სამხედრო ალიანსის წინააღმდეგ და წმინდა თავდაცვითი ხასიათისაა“, — აღნიშნა ფომინმა.

სტრატეგიულ წვრთნებში „ვოსტოკ-2022“, რომელიც 1-დან 7 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება, სულ 50.000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, 5.000-ზე მეტი მძიმე იარაღი და სამხედრო ტექნიკა, მათ შორის 140 თვითმფრინავი, 60 სამხედრო ხომალდი, კატარღა და უზრუნველყოფის გემები იქნება ჩართული.
ფომინის განმარტებით, წვრთნებს ასევე დაესწრებიან მმართველი ორგანოების ოპერატიული ჯგუფები, სამხედრო კონტინგენტები და დამკვირვებლები კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან (CSTO), შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციიდან (SCO) და სხვა პარტნიორი ქვეყნებიდან.
წვრთნების ფარგლებში დაგეგმილია თავდაცვითი და შეტევითი მოქმედებების განხორციელება საჰაერო თავდაცვის ცხრა პოლიგონზე. შემოწმდება სამხედრო სარდლობისა და კონტროლის ორგანოების მზადყოფნის დონე სანაპირო რაიონებში ოპერაციების დაგეგმვის ორგანიზებისას, ასევე სამხედრო ოპერაციების დროს ჯარების დაჯგუფებების ყოველმხრივი უზრუნველყოფისა და მართვის დონე.
ყველა ახალი ამბავი
0