https://sputnik-georgia.com/20220830/rs-car-mosaxleobas-regionebshi-memsaxureba-269866289.html
მოძრავი სერვისი: შემოსავლების სამსახური მოსახლეობას რეგიონებში მოემსახურება
მოძრავი სერვისი: შემოსავლების სამსახური მოსახლეობას რეგიონებში მოემსახურება
Sputnik საქართველო
შემოსავლების სამსახურის მიკროავტობუსები აღჭურვილია შესაბამისი ტექნიკით და მათ რეგიონების მოსახლეობისთვის გადასახადებთან დაკავშირებული ყველა საჭირო მომსახურების... 30.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-30T09:40+0400
2022-08-30T09:40+0400
2022-08-30T13:58+0400
საქართველო
ეკონომიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/1e/252173987_0:105:2049:1257_1920x0_80_0_0_b46d1cf1f3da2140e0fe30bb88a7af1d.jpg
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიკროავტობუსები - RS CAR გადასახადის გადამხდელებს რეგიონებში 5-დან 26 სექტემბრამდე პერიოდში მოემსახურებიან.მიკროავტობუსი აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვის-ცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით და გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება.გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ სხვადასხვა სახის მომსახურება: კონსულტაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული გვერდით სარგებლობის მიზნით ავტორიზაციის შემდგომ განცხადებების მიღება და რეაგირება, მიკრო/მცირე ბიზნესისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება/გაუქმება. შესაძლებელი იქნება ასევე მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების, შეჩერების ან შეწყვეტის თაობაზე განცხადებების მიღება.მოძრავი სერვის-ცენტრი ასევე შეძლებს საგადასახადო დავალიანების, გადამხდელის რეგისტრაციის, შემოსავლებისა და სხვა ცნობების გაცემას.https://rs.ge/NewsArchive?newsId=756 - ამ ბმულზე შესაძლებელია RS CAR-ის მომსახურების თარიღების, მისამართებისა და სამუშაო საათების გაცნობა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/1e/252173987_116:0:1931:1361_1920x0_80_0_0_e9e4f95ecb6af8313066797fd684b0e1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
მოძრავი სერვისი: შემოსავლების სამსახური მოსახლეობას რეგიონებში მოემსახურება
09:40 30.08.2022 (განახლებულია: 13:58 30.08.2022) შემოსავლების სამსახურის მიკროავტობუსები აღჭურვილია შესაბამისი ტექნიკით და მათ რეგიონების მოსახლეობისთვის გადასახადებთან დაკავშირებული ყველა საჭირო მომსახურების გაწევა შეუძლიათ.
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიკროავტობუსები - RS CAR გადასახადის გადამხდელებს რეგიონებში 5-დან 26 სექტემბრამდე პერიოდში მოემსახურებიან.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვის-ცენტრი - RS CAR გადასახადის გადამხდელებს 17 ლოკაციაზე მოემსახურება იმ რეგიონებში, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვის-ცენტრები არ არის გახსნილი.
მიკროავტობუსი აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვის-ცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით და გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება.
გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ სხვადასხვა სახის მომსახურება: კონსულტაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული გვერდით სარგებლობის მიზნით ავტორიზაციის შემდგომ განცხადებების მიღება და რეაგირება, მიკრო/მცირე ბიზნესისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება/გაუქმება. შესაძლებელი იქნება ასევე მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების, შეჩერების ან შეწყვეტის თაობაზე განცხადებების მიღება.
მოძრავი სერვის-ცენტრი ასევე შეძლებს საგადასახადო დავალიანების, გადამხდელის რეგისტრაციის, შემოსავლებისა და სხვა ცნობების გაცემას.
https://rs.ge/NewsArchive?newsId=756 - ამ ბმულზე შესაძლებელია RS CAR-ის მომსახურების თარიღების, მისამართებისა და სამუშაო საათების გაცნობა.