პრემიერი: საქართველოში „ევრობასკეტისთვის“ ყველაფერი მზადაა

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2022
გამოწერა
A ჯგუფის თამაშები, სადაც ესპანეთის, თურქეთის, ბელგიის, ბულგარეთის, მონტენეგროსა და საქართველოს ნაკრები გუნდები იღებენ მონაწილეობას, „თბილისი არენაზე“ გაიმართება.
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. საქართველო ღირსეულად უმასპინძლებს „ევრობასკეტი 2022“-ს, 1 სექტემბრისთვის ყველაფერი მზად არის, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„მზად ვართ ღირსეულად ვუმასპინძლოთ „ევრობასკეტს“. პირველი თამაში 1 სექტემბერს გაიმართება. ჩვენ გვინდა კიდევ ერთხელ ვუსურვოთ წარმატებები ჩვენს საამაყო კალათბურთის ნაკრებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, „ევრობასკეტი“ საქართველოში წელს პირველად გაიმართება და მისი მაღალ დონეზე ჩატარება აუცილებელია.
„ევრობასკეტი-2022“ მიმდინარე წლის 1-დან 18 სექტემბრის ჩათვლით ერთდროულად ოთხ ქვეყანაში – ჩეხეთში, საქართველოში, გერმანიასა და იტალიაში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ნაწილის წილისყრისას საქართველოს ნაკრები A ჯგუფში მოხვდა. მისი მეტოქეები იქნებიან ესპანეთი, თურქეთი, მონტენეგრო, ბელგია და ბულგარეთი.
ევროპის ჩემპიონატის А ჯგუფის გუნდების თამაშების განრიგი:
1.09. ბელგია–საქართველო
3.09. საქართველო–ესპანეთი
4.09. თურქეთი–საქართველო
6.09. საქართველო–ბულგარეთი
7.09. მონტენეგრო–საქართველო
ყველა ახალი ამბავი
0