მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

დასახელდა მარტო მოგზაური ქალებისთვის ყველაზე უსაფრთხო და სახიფათო ქვეყნები

© Pixabay / langllმოგზაური ქალი
მოგზაური ქალი  - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2022
გამოწერა
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. ექსპერტებმა, კომპიუტერული პროგრამა Bounce-ს მეშვეობით, გამოავლინეს ქვეყნები, რომლებიც ყველაზე უსაფრთხოა მარტო მოგზაური ქალებისთვის, იუწყება გამოცემა Travel off Path.
გავრცელებული ინფორმაციით, რეიტინგის შედგენისას გათვალისწინებული იყო ისეთი ინდიკატორები, როგორებიცაა:
ძალადობის ადრესატი ქალების პროცენტული რაოდენობა,
მკვლელობის მსხვერპლი ქალების რაოდენობა,
ღამით მარტო სეირნობის დროს უსაფრთხოების შეგრძნება,
საზოგადოების დამოკიდებულება ქალების მიმართ ძალადობისადმი,
კანონმდებლობა ქალთა დაცვის კუთხით,
გენდერული თანასწორობა,
ზოგადი უსაფრთხოების ინდექსი.
მარტო მოგზაური ქალებისთვის ყველა უსაფრთხო ქვეყნად ირლანდია დასახელდა. როგორც აღმოჩნდა, ქვეყანაში მცხოვრები ქალების მხოლოდ 1%-ს მიაჩნია, რომ ქალის მიმართ ძალადობას შეიძლება გამართლება ჰქონდეს. ამასთან ირლანდიაში ქალებზე ძალადობისა და მათი მკვლელობის ყველაზე ნაკლები შემთხვევებია დაფიქსირებული.
მეორე ადგილზე ავსტრია აღმოჩნდა, მესამეზე – ნორვეგია.
საბოლოოდ მარტო მოგზაური ქალებისთვის ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ათეული ასე გამოიყურება:
1.
ირლანდია — უსაფრთხოების ზოგადი ქულა 7,88
2.
ავსტრია — 7,70 ქულა
3.
ნორვეგია — 7,45 ქულა
4.
სლოვენია — 7,19 ქულა
5.
შვეიცარია — 7,01 ქულა
6.
ესპანეთი — 6,97 ქულა
7.
პორტუგალია — 6,88 ქულა
8.
კანადა — 6,67 ქულა
9.
ნიდერლანდი — 6,15 ქულა
10.
პოლონეთი — 5,97 ქულა.
რაც შეეხება ყველაზე სახიფათო მიმართულებებს, ამ მხრივ პირველ პოზიციაზეა კოლუმბია, რომელსაც ყველა ინდიკატორში ცუდი შედეგი დაუფიქსირდა. მას მოსდევენ კოსტა-რიკა, აშშ, ჩილე და თურქეთი.
ყველა ახალი ამბავი
0