https://sputnik-georgia.com/20220830/mamardashvilma-valensia-ganadgurebas-gadaarchina-269901967.html
ექვსი სეივი „ატლეტიკოსთან“ - მამარდაშვილმა „ღამურები“ განადგურებას გადაარჩინა
ექვსი სეივი „ატლეტიკოსთან“ - მამარდაშვილმა „ღამურები“ განადგურებას გადაარჩინა
Sputnik საქართველო
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ „მესტალიაზე“ მადრიდის „ატლეტიკოს“ უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით 0:1 დამარცხდა. 30.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-30T17:17+0400
2022-08-30T17:17+0400
2022-08-30T22:01+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/04/250533126_0:0:1874:1054_1920x0_80_0_0_6e48e99e21b5391bc03e0e22b94e96c5.jpg
თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. ახალგაზრდა ქართველმა მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა ესპანური „ვალენსიას“ რიგებში მორიგი შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა მიუხედავად იმისა, რომ მისმა გუნდმა წააგო. ქართველმა გოლკიპერმა მადრიდის „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ შეხვედრაში ექვსი სეივი შეასრულა.ლა ლიგის მესამე ტურის ბოლო მატჩში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ სტადიონ „მესტალიაზე“ მადრიდულ გრანდთან მინიმალური სხვაობით 0:1 დამარცხდა. ქართველი მეკარე მატჩის 66-ე წუთამდე მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო და საკუთარი კარის „მშრალად" შენახვა მოახერხა.აღსანიშნავია, რომ „ღამურების“ კარში გატანილ გოლში ყველაზე ნაკლებად სწორედ მამარდაშვილი იყო დამნაშავე. შეხვედრის 66-ე წუთზე „ვალენსიას“ მცველებმა ბურთი მეტოქეს ჩააბარეს, ანტუან გრიზმანის დარტყმულს კი სოლერი გადაეღობა, ბურთმა მიმართულება შეიცვალა და ანგარიშიც ასე გაიხსნა.პირველ ტაიმში 21 წლის ქართველმა მეკარემ ორი ულამაზესი სეივი განახორციელა. მამარდაშვილმა ჯერ ჟოაო ფელიქსს აუღო, შემდეგ კი ალვარო მორატას ურთულესი დარტყმა მოიგერია. მატჩის მიწურულს ქართველმა მეკარემ საკუთარი გუნდი დიდი ანგარიშით წაგებას კიდევ რამდენჯერმე გადაარჩინა. მამარდაშვილმა 89-ე წუთზე კარასკოს სახიფათო დარტყმული აიღო, ერთი წუთის შემდეგ კი გრიზმანის დარტყმული მოიგერია. უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა უცხოური გამოცემების აზრით, გიორგი მამარდაშვილმა ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შეფასება დაიმსახურა.შეხვედრის შემდეგ გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა მადრიდის „ატლეტიკოს“ გამოცდილმა მეკარემ იან ობლაკმა.„მეორე ტაიმში ჩვენ უკეთესები ვიყავით, გვქონდა საგოლე მომენტები, მაგრამ მათმა მეკარემ თითქმის ყველაფერი მოიგერია და „ვალენსიას“ დაეხმარა, რომ ბოლომდე თამაშში დარჩენილიყო“, – აღნიშნა სლოვენიელმა მეკარემ.შემდეგ შეხვედრას „ვალენსია“ 4 სექტემბერს „ხეტაფეს“ წინააღმდეგ გამართავს. მამარდაშვილის გუნდის ანგარიშზე 1 მოგება და 2 მარცხია. გიორგიმ ლა ლიგის სამ ტურში ორი გოლი გაუშვა, ერთ შეხვედრაში კი საკუთარი კარი მშრალად შეინახა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/04/250533126_198:0:1718:1140_1920x0_80_0_0_c100febd024f8be97ac9cb516afc861c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ექვსი სეივი „ატლეტიკოსთან“ - მამარდაშვილმა „ღამურები“ განადგურებას გადაარჩინა
17:17 30.08.2022 (განახლებულია: 22:01 30.08.2022) გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ „მესტალიაზე“ მადრიდის „ატლეტიკოს“ უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით 0:1 დამარცხდა.
თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. ახალგაზრდა ქართველმა მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა ესპანური „ვალენსიას“ რიგებში მორიგი შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა მიუხედავად იმისა, რომ მისმა გუნდმა წააგო. ქართველმა გოლკიპერმა მადრიდის „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ შეხვედრაში ექვსი სეივი შეასრულა.
ლა ლიგის მესამე ტურის ბოლო მატჩში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ სტადიონ „მესტალიაზე“ მადრიდულ გრანდთან მინიმალური სხვაობით 0:1 დამარცხდა. ქართველი მეკარე მატჩის 66-ე წუთამდე მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო და საკუთარი კარის „მშრალად" შენახვა მოახერხა.
აღსანიშნავია, რომ „ღამურების“ კარში გატანილ გოლში ყველაზე ნაკლებად სწორედ მამარდაშვილი იყო დამნაშავე. შეხვედრის 66-ე წუთზე „ვალენსიას“ მცველებმა ბურთი მეტოქეს ჩააბარეს, ანტუან გრიზმანის დარტყმულს კი სოლერი გადაეღობა, ბურთმა მიმართულება შეიცვალა და ანგარიშიც ასე გაიხსნა.
პირველ ტაიმში 21 წლის ქართველმა მეკარემ ორი ულამაზესი სეივი განახორციელა. მამარდაშვილმა ჯერ ჟოაო ფელიქსს აუღო, შემდეგ კი ალვარო მორატას ურთულესი დარტყმა მოიგერია. მატჩის მიწურულს ქართველმა მეკარემ საკუთარი გუნდი დიდი ანგარიშით წაგებას კიდევ რამდენჯერმე გადაარჩინა. მამარდაშვილმა 89-ე წუთზე კარასკოს სახიფათო დარტყმული აიღო, ერთი წუთის შემდეგ კი გრიზმანის დარტყმული მოიგერია.
უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა უცხოური გამოცემების აზრით, გიორგი მამარდაშვილმა ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შეფასება დაიმსახურა.
შეხვედრის შემდეგ გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა მადრიდის „ატლეტიკოს“ გამოცდილმა მეკარემ იან ობლაკმა.
„მეორე ტაიმში ჩვენ უკეთესები ვიყავით, გვქონდა საგოლე მომენტები, მაგრამ მათმა მეკარემ თითქმის ყველაფერი მოიგერია და „ვალენსიას“ დაეხმარა, რომ ბოლომდე თამაშში დარჩენილიყო“, – აღნიშნა სლოვენიელმა მეკარემ.
შემდეგ შეხვედრას „ვალენსია“ 4 სექტემბერს „ხეტაფეს“ წინააღმდეგ გამართავს. მამარდაშვილის გუნდის ანგარიშზე 1 მოგება და 2 მარცხია. გიორგიმ ლა ლიგის სამ ტურში ორი გოლი გაუშვა, ერთ შეხვედრაში კი საკუთარი კარი მშრალად შეინახა.