ევრობასკეტი-2022: სპორტის სასახლესთან მოძრაობა შეიზღუდება

© photo: Sputnikახალი სპორტის სასახლე
ახალი სპორტის სასახლე - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2022
გამოწერა
მერიის ცნობით, ცვლილება არ შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს.
თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის მატჩებთან დაკავშირებით 1, 3 და 6 სექტემბერს უნივერსიტეტის ქუჩაზე, ახალი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების მოძრაობის სქემა შეიცვლება, იუწყება დედაქალაქის მერია.
1 სექტემბერს 11:00-დან 2 სექტემბრის 00:00 საათამდე, 3 სექტემბრის 11:00-დან 4 სექტემბრის 00:00 საათამდე და 6 სექტემბრის 11:00-დან 7 სექტემბრის 00:00 საათამდე ტრანსპორტის გადაადგილება ნებადართული იქნება მხოლოდ ერთი მიმართულებით.
ავტომობილები უნივერსიტეტის ქუჩაზე გადაადგილებას შეძლებენ თამარაშვილის ქუჩიდან პოლიტკოვსკაიას ქუჩის მიმართულებით. პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან სატრანსპორტო საშუალებებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარდა, უნივერსიტეტის ქუჩაზე შეხვევა შეეზღუდებათ.
ავტომობილების მძღოლები პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან უნივერსიტეტის ქუჩის მიმართულებით გადაადგილება შეძლებენ ყაზბეგის გამზირის, ქავთარაძისა და თამარაშვილის ქუჩების საშუალებით. უნივერსიტეტის ქუჩიდან მოძრაობა დასაშვები იქნება დანელიას ქუჩის მიმართულებით, ხოლო დანელიას ქუჩიდან სატრანსპორტო საშუალებები მხოლოდ პოლიტკოვსკაიას ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ.
მერიის ცნობით, შეზღუდვა არ შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს და ის დადგენილი სქემით იმოძრავებს.
საქართველოს კალათბურთის ნაკრები 1 სექტემბერს „ევრობასკეტზე“ პირველ შეხვედრაში ბელგიას დაუპირისპირდება.
წყარო - თბილისის მერია
ყველა ახალი ამბავი
0