https://sputnik-georgia.com/20220830/ekonomikis-saministrodan-grantebs-1000-mewarme-miigebs-269899488.html
ეკონომიკის სამინისტროსგან გრანტებს 1300-ზე მეტი მეწარმე მიიღებს
ეკონომიკის სამინისტროსგან გრანტებს 1300-ზე მეტი მეწარმე მიიღებს
Sputnik საქართველო
წელს პროგრამის ფარგლებში 300-ზე მეტი ეკონომიკური საქმიანობა დაფინანსდება. 30.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-30T16:45+0400
2022-08-30T16:45+0400
2023-11-04T14:55+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
აწარმოე საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23628/98/236289840_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_f66d1d31b99dafb2c8cdf874b0e87530.jpg
თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამას 1.338 გამარჯვებული ჰყავს, ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.აღნიშნული პროგრამა 2015 წლიდან ხორციელდება და მიზნად ისახავს მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებას, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.უწყების ცნობით, წელს პროგრამის გრანტის მაქსიმალური მოცულობა 30 ათასი ლარით განისაზღვრა, ხოლო იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, გურიისა და კახეთის რეგიონებში ევროკავშირის დაფინანსებით საგრანტო თანხამ 40 ათასი ლარი შეადგინა.პროგრამაში გამარჯვებული ბენეფიციარი ვალდებულია გრანტის თანხის მიზნობრიობა გარკვეული პირობების დაცვით განსაზღვროს: კაპიტალური დანახარჯები – არანაკლებ 90%-ისა, საბრუნავი საშუალებები – არაუმეტეს 10%-ისა. წელს პროგრამის ფარგლებში 300-ზე მეტი ეკონომიკური საქმიანობა დაფინანსდება.პროგრამაში გამარჯვებული მეწარმეების თანამონაწილეობის თანხამ გრანტის თანხის არანაკლებ 20% უნდა შეადგინოს, მაღალმთიან დასახლებებში კი არანაკლებ 10%. იმ შემთხვევაში, თუ პროგრამის მონაწილე უკვე არის ბენეფიციარი, მისმა თანამონაწილეობამ გრანტის თანხის არანაკლებ 50% უნდა შეადგინოს, მაღალმთიან დასახლებებში კი არანაკლებ 25%.სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლიდან 2021 წლის ჩათვლით მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშემწყობი საგრანტო პროგრამის ფარგლებში 6.901 პროექტი დაფინანსდა, ინვესტიციების რაოდენობამ კი 78 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23628/98/236289840_111:0:1888:1333_1920x0_80_0_0_97af47362432e4c03381a665a16ffe76.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები, აწარმოე საქართველოში
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები, აწარმოე საქართველოში
ეკონომიკის სამინისტროსგან გრანტებს 1300-ზე მეტი მეწარმე მიიღებს
16:45 30.08.2022 (განახლებულია: 14:55 04.11.2023) წელს პროგრამის ფარგლებში 300-ზე მეტი ეკონომიკური საქმიანობა დაფინანსდება.
თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამას 1.338 გამარჯვებული ჰყავს, ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღნიშნული პროგრამა 2015 წლიდან ხორციელდება და მიზნად ისახავს მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებას, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამაზე განაცხადების მიღება მიმდინარე წლის მარტში დაიწყო. სულ ფინალურ ეტაპზე 3.700 აპლიკანტი გადავიდა და მათგან 1.338-მა გაიმარჯვა.
უწყების ცნობით, წელს პროგრამის გრანტის მაქსიმალური მოცულობა 30 ათასი ლარით განისაზღვრა, ხოლო იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, გურიისა და კახეთის რეგიონებში ევროკავშირის დაფინანსებით საგრანტო თანხამ 40 ათასი ლარი შეადგინა.
პროგრამაში გამარჯვებული ბენეფიციარი ვალდებულია გრანტის თანხის მიზნობრიობა გარკვეული პირობების დაცვით განსაზღვროს: კაპიტალური დანახარჯები – არანაკლებ 90%-ისა, საბრუნავი საშუალებები – არაუმეტეს 10%-ისა. წელს პროგრამის ფარგლებში 300-ზე მეტი ეკონომიკური საქმიანობა დაფინანსდება.
პროგრამაში გამარჯვებული მეწარმეების თანამონაწილეობის თანხამ გრანტის თანხის არანაკლებ 20% უნდა შეადგინოს, მაღალმთიან დასახლებებში კი არანაკლებ 10%. იმ შემთხვევაში, თუ პროგრამის მონაწილე უკვე არის ბენეფიციარი, მისმა თანამონაწილეობამ გრანტის თანხის არანაკლებ 50% უნდა შეადგინოს, მაღალმთიან დასახლებებში კი არანაკლებ 25%.
სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლიდან 2021 წლის ჩათვლით მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშემწყობი საგრანტო პროგრამის ფარგლებში 6.901 პროექტი დაფინანსდა, ინვესტიციების რაოდენობამ კი 78 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.