https://sputnik-georgia.com/20220830/davitashvili-bordoshi-itamashebs-269893338.html
დავითაშვილი ფრანგულ კლუბში ითამაშებს - ტრანსფერი მალე დაიხურება
დავითაშვილი ფრანგულ კლუბში ითამაშებს - ტრანსფერი მალე დაიხურება
Sputnik საქართველო
ზურიკო დავითაშვილი ფრანგულ კლუბს იჯარის წესით შეუერთდება, სეზონის დასრულების შემდეგ კი „ბორდო“ ქართველ ფეხბურთელს გამოისყიდის. 30.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-30T13:49+0400
2022-08-30T13:49+0400
2022-08-30T19:12+0400
საქართველო
სპორტი
საფრანგეთი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/07/268307784_0:196:2668:1697_1920x0_80_0_0_a001fea0a6bce53b138bb10578a27bf3.jpg
თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. ქართველმა ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა ბათუმის „დინამო“ დატოვა. ფრანგული გამოცემა L'EQUIPE-ის ინფორმაციით, 21 წლის ქართველი ფეხბურთელი კარიერას „ბორდოში“ გააგრძელებს.კლუბის დატოვებასთან დაკავშირებით ინფორმაცია დავითაშვილმა სოციალურ ქსელში თავადაც დაადასტურა. როგორც მან აღნიშნა, ბათუმურ კლუბთან დამშვიდობების დრო მოვიდა.ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დავითაშვილი „ბორდოს" იჯარის წესით და გამოსყიდვის ვალდებულებით შეუერთდება. აღსანიშნავია, რომ „ბორდოს“ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ორი სეზონის განმავლობაში წვრთნიდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ დავითაშვილს რეკომენდაცია სწორედ სანიოლმა გაუწია.„ბორდო“ ამჟამად ლიგა 2-ში ასპარეზობს, სადაც 5 ტურის შემდეგ 8 ქულით მე-5 პოზიციას იკავებს. აღსანიშნავია, რომ ფრანგული გუნდი ლიგა 1-ის 6-გზის ჩემპიონია, ბოლოს ჟირონდელებმა საფრანგეთის ჩემპიონობა 2009 წელს იზეიმეს.ზურიკო დავითაშვილმა ბათუმის „დინამოში" 18 მატჩში 7 გოლი გაიტანა, საქართველოს ნაკრებში კი 19-ჯერ აქვს ნათამაშები და 3 გოლით გამოირჩა. დავითაშვილს ასევე უთამაშია თბილისის „დინამოში“, თბილისის „ლოკომოტივში“, ყაზანის „რუბინში“, ვოლგოგრადის „როტორსა“ და ტულის „არსენალში“.
საქართველო
საფრანგეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/07/268307784_0:141:2294:1862_1920x0_80_0_0_c25c8271e94b0e2672574c25352bdee8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საფრანგეთი , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საფრანგეთი , საზოგადოება, ახალი ამბები
დავითაშვილი ფრანგულ კლუბში ითამაშებს - ტრანსფერი მალე დაიხურება
13:49 30.08.2022 (განახლებულია: 19:12 30.08.2022) ზურიკო დავითაშვილი ფრანგულ კლუბს იჯარის წესით შეუერთდება, სეზონის დასრულების შემდეგ კი „ბორდო“ ქართველ ფეხბურთელს გამოისყიდის.
თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. ქართველმა ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა ბათუმის „დინამო“ დატოვა. ფრანგული გამოცემა L'EQUIPE-ის ინფორმაციით, 21 წლის ქართველი ფეხბურთელი კარიერას „ბორდოში“ გააგრძელებს.
კლუბის დატოვებასთან დაკავშირებით ინფორმაცია დავითაშვილმა სოციალურ ქსელში თავადაც დაადასტურა. როგორც მან აღნიშნა, ბათუმურ კლუბთან დამშვიდობების დრო მოვიდა.
„მოვიდა დრო, როცა მიწევს დამშვიდობება ბათუმის „დინამოსთან“. ამ გუნდში მცირე პერიოდი გავატარე, თუმცა რამდენიმე თვემ ცხოვრებაში ბევრი დადებითი ემოცია მაჩუქა. ის დადებითი ენერგია, რაც ბათუმში ყოფნის დროს ხალხისგან მივიღე, ძალიან დიდხანს გამყვება“, – დაწერა ფეხბურთელმა.
ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დავითაშვილი „ბორდოს" იჯარის წესით და გამოსყიდვის ვალდებულებით შეუერთდება. აღსანიშნავია, რომ „ბორდოს“ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ორი სეზონის განმავლობაში წვრთნიდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ დავითაშვილს რეკომენდაცია სწორედ სანიოლმა გაუწია.
„ბორდო“ ამჟამად ლიგა 2-ში ასპარეზობს, სადაც 5 ტურის შემდეგ 8 ქულით მე-5 პოზიციას იკავებს. აღსანიშნავია, რომ ფრანგული გუნდი ლიგა 1-ის 6-გზის ჩემპიონია, ბოლოს ჟირონდელებმა საფრანგეთის ჩემპიონობა 2009 წელს იზეიმეს.
ზურიკო დავითაშვილმა ბათუმის „დინამოში" 18 მატჩში 7 გოლი გაიტანა, საქართველოს ნაკრებში კი 19-ჯერ აქვს ნათამაშები და 3 გოლით გამოირჩა. დავითაშვილს ასევე უთამაშია თბილისის „დინამოში“, თბილისის „ლოკომოტივში“, ყაზანის „რუბინში“, ვოლგოგრადის „როტორსა“ და ტულის „არსენალში“.