https://sputnik-georgia.com/20220830/beniferi-taplobis-tve-269881652.html
ბენიფერი მეორე თაფლობის თვეს კომოს ტბაზე ატარებს - რომანტიკული ფოტოები
ბენიფერი მეორე თაფლობის თვეს კომოს ტბაზე ატარებს - რომანტიკული ფოტოები
Sputnik საქართველო
როგორც ცნობილია, გრანდიოზული ქორწილის შემდეგ „ბენიფერი“ რიგით მეორე თაფლობის თვეში იტალიაში, კომოს ტბაზე გაემგზავრა. ინტერნეტ-სივრცეში უახლესი ფოტოები... 30.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-30T16:02+0400
2022-08-30T16:02+0400
2022-08-30T20:10+0400
ყვითელი ამბები
საზოგადოება
იტალია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/0d/259546559_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_78dac4e66a8c7b301fd3ac497e86822c.jpg
როგორც ცნობილია, გრანდიოზული ქორწილის შემდეგ „ბენიფერი“ რიგით მეორე თაფლობის თვეში იტალიაში, კომოს ტბაზე გაემგზავრა. ინტერნეტ-სივრცეში უახლესი ფოტოები გავრცელდა, რომლებიც საოცრად რომანტიკული და შთამბეჭდავია.ბენი და ჯეი ლო ღია ცის ქვეშ მდებარე კაფეში საუზმის დროს გადაიღეს. 50 წლის ბენი საყვარელ მეუღლეს ხელით აჭმევდა, საპასუხოდ კი 53 წლის ჯეი ლო მას პირს წმენდდა. ლოპესი, როგორ ყოველთვის, საოცრად გამოიყურებოდა. საყვარელ მამაკაცთან სეირნობისთვის მან Jonathan Simkhai-ის სპილოს ძვლისფერი, მაქმანებიანი კაბა მოირგო, რომლის ღირებულებაც 444 ევროა. ბენი კი კრემისფერ შარვალსა და თეთრ პერანგში იყო გამოწყობილი.ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი პირველად 16 ივლისს დაქორწინდნენ. ცნობილი წყვილმა ქორწინების ცერმონია ლას-ვეგასში გამართა. ქორწინების მოწმობიდან გაირკვა, რომ ლოპესი ქმრის გვარზე გადავიდა და ოფიციალურ საბუთებში ჯენიფერ აფლეკია. ქორწილის შემდეგ წყვილმა თაფლობის თვის პირველი ნაწილი პარიზში გაატარა.რამდენიმე დღის წინ კი წყვილმა უკვე მეორე ქორწილი გადაიხადა, ამჯერად გრანდიოზული – ბენის რანჩოზე ჯორჯიის შტატში. 53 წლის ჯეი ლოს „რალფ ლაურენის“ კაბა ეცვა, რომელიც სპეციალურად მისთვის იტალიაში შეიკერა. სტუმრების სიაში მოხვდნენ: მეტ დეიმონი ოჯახთან ერთად, ჯიმი კიმელი, კეისი აფლეკი და კიდევ უამრავი ვარსკვლავი.მსახიობებმა ერთმანეთი 2002 წელს ფილმ Gigli-ს გადასაღებ მოედანზე გაიცნეს. იმავე წელს წყვილი დაინიშნა, 2004 წელს ლოპესი და აფლეკი დაშორდნენ. თითქმის 20 წლის შემდეგ, 2021 წელს წყვილმა ურთიერთობა განაახლა, ისინი ერთად ვენეციის კინოფესტივალზე გამოჩნდნენ.2022 წლის აპრილში ჯეი ლომ დაადასტურა, რომ კვლავ დანიშნულია. აფლეკი 2005-დან 2018 წლამდე მსახიობ ჯენიფერ გარნერზე იყო დაქორწინებული, წყვილს სამი შვილი ჰყავს. ლოპესი, თავის მხრივ, 2004-დან 2014 წლამდე მომღერალ მარკ ენტონიზე იყო დაქორწინებული, წყვილს ორი შვილი ჰყავს.
https://sputnik-georgia.com/20220823/beniferis-qorwili-fotoebi-269683941.html
იტალია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/0d/259546559_182:0:2913:2048_1920x0_80_0_0_21c09a6912e8672ff03d5e6580f6f8c2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, იტალია
როგორც ცნობილია, გრანდიოზული ქორწილის შემდეგ „ბენიფერი“ რიგით მეორე თაფლობის თვეში იტალიაში, კომოს ტბაზე გაემგზავრა. ინტერნეტ-სივრცეში უახლესი ფოტოები გავრცელდა, რომლებიც საოცრად რომანტიკული და შთამბეჭდავია.
ბენი და ჯეი ლო ღია ცის ქვეშ მდებარე კაფეში საუზმის დროს გადაიღეს. 50 წლის ბენი საყვარელ მეუღლეს ხელით აჭმევდა, საპასუხოდ კი 53 წლის ჯეი ლო მას პირს წმენდდა.
ლოპესი, როგორ ყოველთვის, საოცრად გამოიყურებოდა. საყვარელ მამაკაცთან სეირნობისთვის მან Jonathan Simkhai-ის სპილოს ძვლისფერი, მაქმანებიანი კაბა მოირგო, რომლის ღირებულებაც 444 ევროა. ბენი კი კრემისფერ შარვალსა და თეთრ პერანგში იყო გამოწყობილი.
ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი პირველად 16 ივლისს დაქორწინდნენ. ცნობილი წყვილმა ქორწინების ცერმონია ლას-ვეგასში გამართა. ქორწინების მოწმობიდან გაირკვა, რომ ლოპესი ქმრის გვარზე გადავიდა და ოფიციალურ საბუთებში ჯენიფერ აფლეკია. ქორწილის შემდეგ წყვილმა თაფლობის თვის პირველი ნაწილი პარიზში გაატარა.
რამდენიმე დღის წინ კი წყვილმა უკვე მეორე ქორწილი გადაიხადა, ამჯერად გრანდიოზული – ბენის რანჩოზე ჯორჯიის შტატში. 53 წლის ჯეი ლოს „რალფ ლაურენის“ კაბა ეცვა, რომელიც სპეციალურად მისთვის იტალიაში შეიკერა. სტუმრების სიაში მოხვდნენ: მეტ დეიმონი ოჯახთან ერთად, ჯიმი კიმელი, კეისი აფლეკი და კიდევ უამრავი ვარსკვლავი.
მსახიობებმა ერთმანეთი 2002 წელს ფილმ Gigli-ს გადასაღებ მოედანზე გაიცნეს. იმავე წელს წყვილი დაინიშნა, 2004 წელს ლოპესი და აფლეკი დაშორდნენ. თითქმის 20 წლის შემდეგ, 2021 წელს წყვილმა ურთიერთობა განაახლა, ისინი ერთად ვენეციის კინოფესტივალზე გამოჩნდნენ.
2022 წლის აპრილში ჯეი ლომ დაადასტურა, რომ კვლავ დანიშნულია. აფლეკი 2005-დან 2018 წლამდე მსახიობ ჯენიფერ გარნერზე იყო დაქორწინებული, წყვილს სამი შვილი ჰყავს. ლოპესი, თავის მხრივ, 2004-დან 2014 წლამდე მომღერალ მარკ ენტონიზე იყო დაქორწინებული, წყვილს ორი შვილი ჰყავს.