ბასილაშვილის წაგებების სერია გრძელდება - ქართველი US OPEN-ზე უშანსოდ დამარცხდა

© AFP 2024 / GLYN KIRKნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2022
გამოწერა
ბასილაშვილმა ზედიზედ ექვსი მატჩი ისე წააგო, რომ სეტის მოგება ვერ მოახერხა.
თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკის ღია პირველობაზე (US OPEN) პირველივე მატჩი დათმო და ტურნირს გამოეთიშა.
30 წლის ქართველი ჩოგბურთელი, რომელიც გრანდ სლემის ტურნირში 31-ე ნომრად იყო განთესილი, მსოფლიოს რეიტინგში 178-ე ადგილზე მყოფ ჩინელ იპინ ვუსთან დამარცხდა. ბასილაშვილმა მატჩი სამ სეტში უშანსოდ დათმო (3:6, 4:6, 0:6). შეხვედრა 1 საათი 34 წუთი გაგრძელდა.
ნიკოლოზ ბასილაშვილს შეხვედრის განმავლობაში 1 ეისი და 3 ორმაგი შეცდომა ჰქონდა, ქართველმა ჩოგბურთელმა 6 ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა, თავად კი საკუთარი მოწოდება 5-ჯერ წააგო.
აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ზედიზედ მეექვსე მატჩი სეტის მოგების გარეშე დათმო. თავის მხრივ, ჩინელმა სპორტსმენმა დიდი სლემის ტურნირებზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.
პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) მიმდინარე რეიტინგში ბასილაშვილს 1.290 ქულით 35-ე ადგილი უკავია, ბოლოდროინდელი ცუდი შედეგების გათვალისწინებით კი მოსალოდნელია, რომ ქართველი ჩოგბურთელი რეიტინგში კიდევ დაქვეითდება.
ყველა ახალი ამბავი
0