https://sputnik-georgia.com/20220829/zilis-nakleboba-egoizmsa-da-sixarbes-azlierebs-269871706.html
ძილის ნაკლებობა ეგოიზმსა და სიხარბეს აძლიერებს: მეცნიერული კვლევა
ძილის ნაკლებობა ეგოიზმსა და სიხარბეს აძლიერებს: მეცნიერული კვლევა
Sputnik საქართველო
თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. ადამიანები, რომლებსაც ძილი აკლიათ, ანუ ღამის განმავლობაში რვა საათი არ სძინავთ, ეგოისტები და ხარბები ხდებიან, აცხადებენ ბერკლის... 29.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-29T16:32+0400
2022-08-29T16:32+0400
2023-08-17T10:48+0400
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24765/74/247657402_0:49:1920:1129_1920x0_80_0_0_1c6a95a8d623ac9566c782f2bea909d8.jpg
თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. ადამიანები, რომლებსაც ძილი აკლიათ, ანუ ღამის განმავლობაში რვა საათი არ სძინავთ, ეგოისტები და ხარბები ხდებიან, აცხადებენ ბერკლის უნივერსიტეტის მეცნიერები, რომელთა კვლევის შედეგებიც გამოქვეყნდა ჟურნალში Plos Biology.გავრცელებული ინფორმაციით, სწავლულებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომელშიც 24 ჯანმრთელი ადამიანი იღებდა მონაწილეობას. მკვლევარები მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის მეშვეობით უმოწმებდნენ მათ თავის ტვინის აქტიურობას – როგორც სრულფასოვანი (8-საათიანი), ისე არასაკმარისი ძილის შემდეგ. შედეგად გაირკვა, რომ: ამის შემდეგ სწავლულებმა 200-კაციან ჯგუფს მოუყარეს თავი და რამდენიმე დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ მათი ძილის ხარისხს. ექსპერიმენტის ბოლოს მეცნიერებმა ცდის მონაწილეებს სთხოვეს, შეევსოთ კითხვარი, რომელშიც უნდა შეეფასებინათ, რამდენად მზად იყვნენ დახმარებოდნენ სხვა ადამიანებს. შედეგი მკვლევარებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა: რაც უფრო ცუდად ეძინა ადამიანს, მით ნაკლებად გულისხმიერი ხდებოდა ის.სულ ბოლოს მკვლევარებმა, თავიანთი მოსაზრების დასადასტურებლად, აშშ-ის საქველმოქმედო ორგანიზაციებისგან 2011-2016 წლებში შემოწირულობათა სტატისტიკა გამოითხოვეს. აღმოჩნდა, რომ ზამთრის დროზე გადასვლიდან მეორე დღეს, ანუ როდესაც ადამიანებს ერთი საათით ძილი აკლდებოდათ, შემოწირულობათა რაოდენობა ყოველთვის მცირდებოდა — დაახლოებით 10%-ით.ნაშრომის ავტორები აღნიშნავენ, რომ სრულფასოვანი ძილის ნაკლებობა ასევე ზრდის ადამიანების მიდრეკილებას იზოლაციისკენ და აძლიერებს მარტოობის განცდას.ექსპერტების აზრით, ადამიანის ევოლუციური წარმატება დამოკიდებულია არა მხოლოდ ინტელექტზე, არამედ თანამშრომლობისა და ერთმანეთის მხარდაჭერის უნარზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ძილი პროდუქტიული და ჰუმანური ქცევის ერთ-ერთი კომპონენტია, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის.წყარო: Plos Biology
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24765/74/247657402_212:0:1920:1281_1920x0_80_0_0_b94c23de22666a2ef41febea90736dc5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ექიმის რჩევები
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ექიმის რჩევები
თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. ადამიანები, რომლებსაც ძილი აკლიათ, ანუ ღამის განმავლობაში რვა საათი არ სძინავთ, ეგოისტები და ხარბები ხდებიან, აცხადებენ ბერკლის უნივერსიტეტის მეცნიერები, რომელთა კვლევის შედეგებიც გამოქვეყნდა ჟურნალში Plos Biology.
გავრცელებული ინფორმაციით, სწავლულებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომელშიც 24 ჯანმრთელი ადამიანი იღებდა მონაწილეობას. მკვლევარები მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის მეშვეობით უმოწმებდნენ მათ თავის ტვინის აქტიურობას – როგორც სრულფასოვანი (8-საათიანი), ისე არასაკმარისი ძილის შემდეგ.
თუ ადამიანს ძილი არ ჰყოფნის, იმ ნეირონული კონტურების აქტივობა, რომლებიც სოციალურ ურთიერთობებსა და კოგნიტიურ ფუნქციებზე აგებს პასუხს, მნიშვნელოვნად მცირდება. ამას კი, თავის მხრივ, შედეგად ის მოსდევს, რომ ადამიანი უფრო ეგოისტი ხდება.
ამის შემდეგ სწავლულებმა 200-კაციან ჯგუფს მოუყარეს თავი და რამდენიმე დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ მათი ძილის ხარისხს. ექსპერიმენტის ბოლოს მეცნიერებმა ცდის მონაწილეებს სთხოვეს, შეევსოთ კითხვარი, რომელშიც უნდა შეეფასებინათ, რამდენად მზად იყვნენ დახმარებოდნენ სხვა ადამიანებს. შედეგი მკვლევარებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა: რაც უფრო ცუდად ეძინა ადამიანს, მით ნაკლებად გულისხმიერი ხდებოდა ის.
სულ ბოლოს მკვლევარებმა, თავიანთი მოსაზრების დასადასტურებლად, აშშ-ის საქველმოქმედო ორგანიზაციებისგან 2011-2016 წლებში შემოწირულობათა სტატისტიკა გამოითხოვეს. აღმოჩნდა, რომ ზამთრის დროზე გადასვლიდან მეორე დღეს, ანუ როდესაც ადამიანებს ერთი საათით ძილი აკლდებოდათ, შემოწირულობათა რაოდენობა ყოველთვის მცირდებოდა — დაახლოებით 10%-ით.
ნაშრომის ავტორები აღნიშნავენ, რომ სრულფასოვანი ძილის ნაკლებობა ასევე ზრდის ადამიანების მიდრეკილებას იზოლაციისკენ და აძლიერებს მარტოობის განცდას.
ექსპერტების აზრით, ადამიანის ევოლუციური წარმატება დამოკიდებულია არა მხოლოდ ინტელექტზე, არამედ თანამშრომლობისა და ერთმანეთის მხარდაჭერის უნარზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ძილი პროდუქტიული და ჰუმანური ქცევის ერთ-ერთი კომპონენტია, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის.