ზაპოროჟიეს პრორუსული ხელისუფლება რეფერენდუმის ჩასატარებლად მზადაა

© photo: Sputnik / Aleksej Vitvickij / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2022
გამოწერა
თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის საარჩევნო კომისიები „პრაქტიკულად სრულად“ არიან მზად რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმის ჩასატარებლად, განაცხადა ვლადიმირ როგოვმა, რომელიც საკუთარ თავს ზაპოროჟიეს ადმინისტრაციის მთავარი საბჭოს წევრს უწოდებს.
მისი თქმით, უბნების მზადყოფნა „95%-დან 98%-მდე“ ფასდება.

„საარჩევნო უბნების ტერიტორიაზე სარემონტო სამუშაოები დასრულებულია, უზრუნველყოფილია ხმის მიცემის პროცესის უსაფრთხოება“, – წერს იგი Telegram-ზე.

რუსი სამხედროები უკრაინის ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების ტერიტორიებს გაზაფხულიდან აკონტროლებენ. ორივე რეგიონის პრორუსული ხელისუფლება რეფერენდუმის ჩატარებას აპირებს რუსეთთან შეერთების თაობაზე, მაგრამ ზუსტი თარიღები ჯერჯერობით უცნობია. დასავლეთში ამბობენ, რომ არ სცნობენ უკრაინის ტერიტორიების რუსეთის ფედერაციასთან შეერთებას. კიევის განცხადებით, რეფერენდუმების ჩატარების შემთხვევაში ის უარს იტყვის მოსკოვთან ნებისმიერ მოლაპარაკებაზე.
ყველა ახალი ამბავი
0