წყალმომარაგება 34 საათით შეწყდება: GWP მოსახლეობას აფრთხილებს

© Pixabay / RonPorterონკანი
ონკანი - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2022
გამოწერა
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.
თბილისი, 29 აგვისტო – Sputnik. თბილისის ცენტრალური რაიონების მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება დღეს, 12:00 საათიდან 34 საათით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) ავრცელებს.
GWP-ს ცნობით, კომპანია მელიქიშვილის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს, აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა.
წყალმომარაგების განახლებული ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით გადაერთებითი სამუშაოები 29 აგვისტოს 12:00 საათზე დაიწყება და 30 აგვისტოს 22:00 საათზე დასრულდება.
დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით წყალმომარაგება შეეზღუდება:
მთაწმინდა-კრწანისის რაიონში: მელიქიშვილის, ჭოველიძის, გოგებაშვილის, ნიკოლაძის, ანჯაფარიძის, ზანდუკელის, ქიაჩელის, კაკაბაძის, ლარსის, რჩეულიშვილის, გრიბოედოვის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ჭონქაძის, ლეონიძის, ტაბიძის, პეტრიაშვილის და მიმდებარე ქუჩებს. ასევე პუშკინის, ხანძთელის, სამღებროს, გორგასლის, ღვინის აღმართის, გუნიას, კოტე აფხაზის და მიმდებარე ქუჩებს.
ვაკე-საბურთალოს რაიონში: ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, აბაშიძის, კეკელიძის, ფალიაშვილის, ჟვანიას, არაყიშვილის, რამიშვილის, მოსაშვილის, ატენის, ყიფშიძის და მიმდებარე ქუჩებს.
ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირის ნაწილს, პეკინის, დოლიძის, იოსელიანის, ტაშკენტის, გაგარინის, შარტავას, იოსებიძის, კანდელაკის, ლვოვის, ზემო ვეძისის, ცინცაძის, მიცკევიჩის, საირმის გორას, გამრეკელის, ბურძგლას, ბახტრიონის, პეკინის, თამარაშვილის, უნივერსიტეტის ქუჩის ნაწილს და მიმდებარე ქუჩებს.
ჩუღურეთის რაიონში - მარჯანიშვილის ქუჩის ნაწილს და უშანგი ჩხეიძის ქუჩას.
კომპანია GWP ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
ყველა ახალი ამბავი
0