ტყიბულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს: დაკავებულია ერთი პირი

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2022
გამოწერა
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 29 აგვისტო – Sputnik. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით 18 წლის მამაკაცი „ცხელ კვალზე“ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათში მეზობელს, 37 წლის მამაკაცს დანით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. უწყების ცნობით, მომხდარს წინ წარსულში არსებული კონფლიქტის გამო დაწყებული ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
სამართალდამცველებმა ახალგაზრდა მამაკაცი მომხდარიდან რამდენიმე საათში ბრალდებულის სახით დააკავეს, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა კი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო - შსს
ყველა ახალი ამბავი
0