შავნაბადაზე ხანძარი ლოკალიზებულია

© AP Photo / Gregorio Marreroხანძარი
ხანძარი - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2022
გამოწერა
ხანძარი შავნაბადის ტყეში გუშინ გაჩნდა. ქრობის პროცესში ავიაციის ჩართვა გახდა საჭირო.
თბილისი, 29 აგვისტო – Sputnik. შავნაბადაზე ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა მხრჩოლავი კერების ჩაქრობა ამ დრომდე მიმდინარეობს, იუწყება შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
ხანძარი შავნაბადის ტყეში გუშინ გაჩნდა. მეხანძრე-მაშველები ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო ავიაციაც. შავნაბადაზე გაჩენილმა ხანძარმა რუსთავი–თბილისის ავტომაგისტრალამდე მიაღწია.
ადგილზე ცეცხლის რამდენიმე კერა და ძლიერი დაკვამლიანება იყო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ავიაციასთან ერთად ცეცხლის ქრობის პროცესში თურქეთიდან შემოყვანილი თვითმფრინავიც ჩაერთო.
ამ ეტაპზე ჯერ უცნობია, ტყის რა ფართობია დამწვარი და რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი.
ყველა ახალი ამბავი
0