https://sputnik-georgia.com/20220829/saqartveloshi-sapensio-sqemis-monawileta-bazas-anaxleben-269871841.html
საქართველოში საპენსიო სქემის მონაწილეთა მონაცემთა ბაზას აახლებენ
საქართველოში საპენსიო სქემის მონაწილეთა მონაცემთა ბაზას აახლებენ
Sputnik საქართველო
დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულოა. 29.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-29T17:37+0400
2022-08-29T17:37+0400
2022-08-29T22:13+0400
საქართველო
ეკონომიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251135105_0:112:1600:1012_1920x0_80_0_0_4b30bdebf3ebdc7bf0e8ae46ecaa7494.jpg
თბილისი, 29 აგვისტო – Sputnik. საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილეთა მონაცემთა ბაზის განახლებასთან დაკავშირებით საპენსიო დანაზოგების შესახებ ინფორმაცია უახლოეს მომავალში ხელმისაწვდომი იქნება პირად საპენსიო გვერდებზე და მომხმარებელთა ინტერნეტ-ბანკებში, იუწყება საქართველოს საპენსიო სააგენტო.საპენსიო სააგენტო პერიოდულად ახორციელებს IT-ინფრასტრუქტურის განახლებას.მისი თქმით, ინფრასტრუქტურის განახლება ჩვეულებრივი, თუმცა ხანგრძლივი პროცესია.დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულოა. ივლისის მდგომარეობით, დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართულმა 2.267-მა მოქალაქემ პენსიაზე გასვლის შემდეგ 5 მილიონ ლარზე მეტი მიიღო.სააგენტოს ცნობით, საპენსიო აქტივების მოცულობა ამჟამად 2,5 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. აქედან საინვესტიციო საქმიანობის შედეგად დარიცხული მოგება 346 მილიონი ლარია. შემუშავებული სქემის თანახმად, 24 ათას ლარზე ნაკლები ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს თავად იხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო. წლიური 24-დან 60 ათას ლარამდე ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მხოლოდ 1%-ს გადარიცხავს. წლიური 60 ათასი ლარის ზემოთ შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემაში აღარ მონაწილეობს.სააგენტომ საპენსიო დანაზოგის პირველი ინვესტიცია განახორციელა 2020 წლის მარტში 560 მილიონი ლარის ოდენობით, ჩადო რა სახსრები მაღალი რეიტინგის მქონე ქართული კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში.მიმდინარე წლის მარტიდან საპენსიო ფონდმა დოლარის ყიდვა დაიწყო და, 31 ივლისის მდგომარეობით, საინვესტიციო პორტფელის 18,2% დოლარშია, ხოლო 81,8% – ლარში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251135105_0:0:1497:1123_1920x0_80_0_0_2297b3f19260c87a8c1a4bd56603a546.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოში საპენსიო სქემის მონაწილეთა მონაცემთა ბაზას აახლებენ
17:37 29.08.2022 (განახლებულია: 22:13 29.08.2022) დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულოა.
თბილისი, 29 აგვისტო – Sputnik. საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილეთა მონაცემთა ბაზის განახლებასთან დაკავშირებით საპენსიო დანაზოგების შესახებ ინფორმაცია უახლოეს მომავალში ხელმისაწვდომი იქნება პირად საპენსიო გვერდებზე და მომხმარებელთა ინტერნეტ-ბანკებში, იუწყება საქართველოს საპენსიო სააგენტო.
საპენსიო სააგენტო პერიოდულად ახორციელებს IT-ინფრასტრუქტურის განახლებას.
„როგორც იცით, ჩვენს მონაცემთა ბაზაში დაცულია მილიონობით მონაცემი და მათი დამუშავებისათვის მნიშვნელოვანია, რომ ინფრასტრუქტურა შესაბამისი დაცვისა და წარმადობის მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს”, – განაცხადა სააგენტოს მთავარმა ტექნოლოგმა ნიკოლოზ გაგნიძემ.
მისი თქმით, ინფრასტრუქტურის განახლება ჩვეულებრივი, თუმცა ხანგრძლივი პროცესია.
დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულოა. ივლისის მდგომარეობით, დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართულმა 2.267-მა მოქალაქემ პენსიაზე გასვლის შემდეგ 5 მილიონ ლარზე მეტი მიიღო.
სააგენტოს ცნობით, საპენსიო აქტივების მოცულობა ამჟამად 2,5 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. აქედან საინვესტიციო საქმიანობის შედეგად დარიცხული მოგება 346 მილიონი ლარია.
შემუშავებული სქემის თანახმად, 24 ათას ლარზე ნაკლები ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს თავად იხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო. წლიური 24-დან 60 ათას ლარამდე ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მხოლოდ 1%-ს გადარიცხავს. წლიური 60 ათასი ლარის ზემოთ შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემაში აღარ მონაწილეობს.
სააგენტომ საპენსიო დანაზოგის პირველი ინვესტიცია განახორციელა 2020 წლის მარტში 560 მილიონი ლარის ოდენობით, ჩადო რა სახსრები მაღალი რეიტინგის მქონე ქართული კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში.
მიმდინარე წლის მარტიდან საპენსიო ფონდმა დოლარის ყიდვა დაიწყო და, 31 ივლისის მდგომარეობით, საინვესტიციო პორტფელის 18,2% დოლარშია, ხოლო 81,8% – ლარში.