თუ ცრემლების ღვრა არ გსურთ, ანუ როგორ გავუქროთ ხახვს სიმწარე: რჩევა დიასახლისებს

© photo: Sputnik / Vladimir Perventsev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2022
გამოწერა
არსებობს პროდუქტები, რომელთა გაყინვაც, როგორც წესი, მიღებული არ არის. ასეთთა შორისაა ხახვიც, თუმცა ზოგი დიასახლისი მაინც ყინავს ამ ბოსტნეულს.
როგორც ირკვევა, ამას თავისი ძალიან „საპატიო“ მიზეზი ჰქონია.
საქმე ისაა, რომ ბევრ კერძში, განსაკუთრებით კი ბოსტნეულის სალათებში, ახალი, მწვანე ხახვის დამატებაა აუცილებელი, რომელიც ნაკლებად ცხარეა და ამასთან თავი ხახვივით სპეციფიკური გემოც არ აქვს.
მაგრამ თუ კერძის მომზადება უკვე დაიწყეთ, მწვანე ხახვი კი არ გაქვთ, რა უნდა ქნათ? ან უნდა მიატოვოთ სამზადისი და მაღაზიაში გაიქცეთ საყიდლად, ან ძველი ხახვი უნდა მიაჭრათ სალათს, რომელიც მას გემოს ნამდვილად შეუცვლის.
აი სწორედ ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად მიაგნეს მოხერხებულმა დიასახლისებმა გამოსავალს — თავი ხახვის გაყინვას.
თურმე, თუ ხახვს 5-10 წუთით შედებთ საყინულეში, ხახვი სიმწარეს დაკარგავს. შესაბამისად, სალათების შესაზავებლად შესანიშნავად გამოდგება.
უფრო მეტიც, მცირე ხნით გაყინული ხახვის გაფცქვნა უკვე სასიამოვნოც კი გახდება, ვინაიდან ცრემლდენას აღარ გამოიწვევს. ასე რომ, თუ დიდი რაოდენობით ხახვი გექნებათ გასარჩევი, თამამად შეგიძლიათ ოდნავ შეყინოთ ის.
ყველა ახალი ამბავი
0