https://sputnik-georgia.com/20220829/marilis-semcvlelebi-269873081.html
ღირს თუ არა მარილის შემცვლელების გამოყენება: რას ამბობენ მეცნიერები?
ღირს თუ არა მარილის შემცვლელების გამოყენება: რას ამბობენ მეცნიერები?
Sputnik საქართველო
თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. სუფრის მარილის შემცვლელები ამცირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების რისკს, რაც სიკვდილიანობის ყველაზე გავრცელებული... 29.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-29T17:09+0400
2022-08-29T17:09+0400
2023-08-17T10:48+0400
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24279/72/242797268_0:100:1921:1180_1920x0_80_0_0_9137af3712f9ffc645b0cc82c2284314.jpg
თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. სუფრის მარილის შემცვლელები ამცირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების რისკს, რაც სიკვდილიანობის ყველაზე გავრცელებული მიზეზია მთელ მსოფლიოში, აცხადებენ მეცნიერები კვლევაზე დაყრდნობით, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა ჟურნალში BMJ Heart.მეცნიერთა აზრით, დღეისათვის მსოფლიოში დაახლოებით 1,28 მილიარდ ადამიანს აწუხებს მაღალი წნევა, თუმცა მათმა ნახევარმა არც კი იცის, რომ ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.კვლევებმა აჩვენა, რომ მარილის შემცვლელები, რომლებშიც კალიუმის ქლორიდია (KCl) გამოყენებული ნატრიუმის ქლორიდის (NaCl) ნაცვლად, ხელს უწყობენ არტერიული წნევის შემცირებას.მკვლევარებმა 21 კლინიკური კვლევა გააანალიზეს, რომელშიც თითქმის 30.000 ადამიანი მონაწილეობდა მთელი მსოფლიოდან. კვლევების დროს მონაწილეებს სთხოვდნენ, უარი ეთქვათ სუფრის მარილზე და მის ნაცვლად კალიუმის ქლორიდიანი შემცვლელი გამოეყენებინათ.ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ ამგვარმა ჩანაცვლებამ სისტოლური და დიასტოლური (ზედა და ქვედა) არტერიული წნევის დაქვეითება გამოიწვია 4,61 მმ Hg-ით და 1,61 მმ Hg-ით (შესაბამისად).ეს კანონზომიერება შეინიშნებოდა კვლევის მონაწილეთა სქესის, ასაკისა და საცხოვრებელი რეგიონის მიუხედავად. რაც მთავარია, მეცნიერებს სუფრის მარილის შემცვლელების გამოყენების შედეგად არანაირი ზიანი არ გამოუვლენიათ. პირიქით, ექსპერიმენტის შედეგებმა აჩვენა, რომ სუფრის მარილის მაგივრად მისი შემცვლელის გამოყენება ნაადრევი სიკვდილის რისკს 11%-ით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს 13%-ით, ხოლო ინსულტის რისკს 11%-ით ამცირებს.წყარო: BMJ Heart
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24279/72/242797268_106:0:1813:1280_1920x0_80_0_0_6318901abb432b70ef62695ee4e9597a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ექიმის რჩევები
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ექიმის რჩევები
თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. სუფრის მარილის შემცვლელები ამცირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების რისკს, რაც სიკვდილიანობის ყველაზე გავრცელებული მიზეზია მთელ მსოფლიოში, აცხადებენ მეცნიერები კვლევაზე დაყრდნობით, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა ჟურნალში BMJ Heart.
მეცნიერთა აზრით, დღეისათვის მსოფლიოში დაახლოებით 1,28 მილიარდ ადამიანს აწუხებს მაღალი წნევა, თუმცა მათმა ნახევარმა არც კი იცის, რომ ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.
კვლევებმა აჩვენა, რომ მარილის შემცვლელები, რომლებშიც კალიუმის ქლორიდია (KCl) გამოყენებული ნატრიუმის ქლორიდის (NaCl) ნაცვლად, ხელს უწყობენ არტერიული წნევის შემცირებას.
მკვლევარებმა 21 კლინიკური კვლევა გააანალიზეს, რომელშიც თითქმის 30.000 ადამიანი მონაწილეობდა მთელი მსოფლიოდან. კვლევების დროს მონაწილეებს სთხოვდნენ, უარი ეთქვათ სუფრის მარილზე და მის ნაცვლად კალიუმის ქლორიდიანი შემცვლელი გამოეყენებინათ.
ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ ამგვარმა ჩანაცვლებამ სისტოლური და დიასტოლური (ზედა და ქვედა) არტერიული წნევის დაქვეითება გამოიწვია 4,61 მმ Hg-ით და 1,61 მმ Hg-ით (შესაბამისად).
ეს კანონზომიერება შეინიშნებოდა კვლევის მონაწილეთა სქესის, ასაკისა და საცხოვრებელი რეგიონის მიუხედავად. რაც მთავარია, მეცნიერებს სუფრის მარილის შემცვლელების გამოყენების შედეგად არანაირი ზიანი არ გამოუვლენიათ. პირიქით, ექსპერიმენტის შედეგებმა აჩვენა, რომ სუფრის მარილის მაგივრად მისი შემცვლელის გამოყენება ნაადრევი სიკვდილის რისკს 11%-ით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს 13%-ით, ხოლო ინსულტის რისკს 11%-ით ამცირებს.