Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„როცა ყოფილი ქმარი უფრო ლამაზი ქალია“ - კეიტლინ და კრის ჯენერები წვეულებაზე გადაიკვეთნენ

© AP Photo / Evan Agostiniკრის ჯენერი
კრის ჯენერი - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2022
გამოწერა
ყოფილი მეუღლეები კრის და კეიტლინ ჯენერები კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს. ისინი ქალიშვილის კენდალის მიერ გამართულ წვეულებაზე გადაიკვეთნენ.
72 წლის ყოფილი ოლიმპიური ჩემპიონი გლამურულ საღამოზე ტყავის შარვლითა და ყვავილებიანი პერანგით გამოჩნდა. 66 წლის კრისი კი ვარდისფერ ორეულში იყო გამოწყობილი.
ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოებს უამრავი კომენტარი მოჰყვა. „როცა ყოფილი ქმარი ახლა უფრო ლამაზი ქალია, ვიდრე შენ“, „კეიტლინი უკეთ გამოიყურება“, „წლის შეხვედრა“, „ძალიან უცნაური შეხვედრაა“, – წერენ კომენტარებში.
ყველა ახალი ამბავი
0