ხანძრები თბილისში: დიდუბეში საწყობი იწვის

© photo: Sputnik / Stringerხანძარი
ხანძარი - Sputnik საქართველო, 1920, 28.08.2022
გამოწერა
შავნაბადას ტყეში ცეცხლის ღია კერები კვლავ არსებობს
თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. დიდუბეში, ჰიპერმარკეტ „გორგიას“ ტერიტორიაზე მდებარე საწყობში ხანძარია, იუწყება „პირველი არხი“.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.
რაც შეეხება სხვა ხანძრებს, მეხამძრეები კვლავ ებრძვიან ცეცხლს შავნაბადას ტყეში. ცეცხლმა რუსთავი-თბილისის მაგისტრალს მიაღწია. დღის საათებში სამუშაოებში იყო ჩართული ავიაცია, მაგრამ ღამის საათებში ცუდი ხილვადობის პირობებში ვერტმფრენებმა და თურქეთის თვითმფრინავმა მუშაობა შეაჩერა.
ავჭალაში კი ხანძარი ლიკვიდირებულია. აქ ხანძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა. ცეცხლი ბალახსა და ბუჩქებს ეკიდა.
სამგორის რაიონში, სადაც ცეცხლი მეორად საბურავებს ეკიდა, ხანძარი ლოკალიზებულია.
აგრეთვე დღის საათებში იყო მცირე ხანძარი საბურთალოს სასაფლაოზე, სადაც ბალახი დაიწვა.
ამდენი ხანძარი ერთ დღეში თბილისში არასდროს ყოფილა. სოციალურ ქსელში მომხმარებლები დივერსიაზე საუნრობენ. შსს ხანძრის მიზეზებს ჯერჯერობით ვერ ასახელებს.
ყველა ახალი ამბავი
0