https://sputnik-georgia.com/20220828/xanzari-borjomis-xeobasi-ra-vitarebaa-adgilze-269838139.html
ხანძარი ბორჯომის ხეობაში: რა ვითარებაა ადგილზე
ხანძარი ბორჯომის ხეობაში: რა ვითარებაა ადგილზე
Sputnik საქართველო
რთულად მისასვლელი კერების დამუშავება ავიაციის საშუალებით ხორციელდება
2022-08-28T13:22+0400
2022-08-28T13:22+0400
2022-08-29T14:33+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/17/269696313_0:158:3077:1889_1920x0_80_0_0_d2f56b731f033c3120b707f0e3acac1c.jpg
თბილისი, 28 აგვისტო - Sputnik. ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესი დასკვნით ეტაპზე გადავიდა, იუწყება შსს-ს პრესსამსახური.უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის მუშავდება ცეცხლის დარჩენილი რამდენიმე მცირე მასშტაბის აქტიური და მხრჩოლავი კერა. გაყვანილია გზები მძიმე ტექნიკის დახმარებით და გრძელდება დარჩენილ კერებთან გზების მიყვანის პროცესი. დილიდან სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობს ავიაცია.შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების მიერ ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა, აცხადებენ უწყებაში.ხანძრის ქრობის პროცესში მეხანძრე-მაშველებთან ერთად უწყვეტ რეჟიმში კვლავ მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები.ცეცხლი მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სოფელ ქვაბისხევის ტყეში 19 აგვისტოს გაჩნდა. კლდოვანი და მიუწვდომელი რელიეფი ხანძრის ჩაქრობის პროცესს ართულებს. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია თავდაცვის სამინისტროს ძალები, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები, თურქეთის 3 სპეციალური სახანძრო თვითმფრინავი, მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის ტექნიკაც.წყარო - შსს-ს პრესსამსახური.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/17/269696313_174:0:2903:2047_1920x0_80_0_0_d6432205079414d115d9c9753a855d9f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ხანძარი ბორჯომი ხეობა ლევან მუსელიანი კერა ავიაცია
ხანძარი ბორჯომი ხეობა ლევან მუსელიანი კერა ავიაცია
ხანძარი ბორჯომის ხეობაში: რა ვითარებაა ადგილზე
13:22 28.08.2022 (განახლებულია: 14:33 29.08.2022) რთულად მისასვლელი კერების დამუშავება ავიაციის საშუალებით ხორციელდება
თბილისი, 28 აგვისტო - Sputnik. ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესი დასკვნით ეტაპზე გადავიდა, იუწყება შსს-ს პრესსამსახური.
უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის მუშავდება ცეცხლის დარჩენილი რამდენიმე მცირე მასშტაბის აქტიური და მხრჩოლავი კერა. გაყვანილია გზები მძიმე ტექნიკის დახმარებით და გრძელდება დარჩენილ კერებთან გზების მიყვანის პროცესი. დილიდან სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობს ავიაცია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების მიერ ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა, აცხადებენ უწყებაში.
„მეხანძრე-მაშველების მიერ ყველა ძირითადი აქტიური კერის ლიკვიდაცია განხორციელდა. ამ ეტაპზე არსებობს რამდენიმე აქტიური კერა, რომლებთანაც მისასვლელი გზა გაჭრილია სპეცტექნიკით. მეხანძრე-მაშველებს შეყვანილი ჰყავთ სპეცტექნიკ, რის საშუალებითაც მიმდინარეობს ხანძრის კერების ლოკალიზაცია და ლიკვიდაცია“, - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა ლევან მუსელიანმა.
ხანძრის ქრობის პროცესში მეხანძრე-მაშველებთან ერთად უწყვეტ რეჟიმში კვლავ მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები.
ცეცხლი მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სოფელ ქვაბისხევის ტყეში 19 აგვისტოს გაჩნდა. კლდოვანი და მიუწვდომელი რელიეფი ხანძრის ჩაქრობის პროცესს ართულებს. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია თავდაცვის სამინისტროს ძალები, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები, თურქეთის 3 სპეციალური სახანძრო თვითმფრინავი, მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის ტექნიკაც.