მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

წყალდიდობა პაკისტანში: დაღუპულთა რიცხვი 1000-ს აჭარბებს

© AFP 2024 / Rizwan Tabassumწყალდიდობა პაკისტანში
წყალდიდობა პაკისტანში - Sputnik საქართველო, 1920, 28.08.2022
გამოწერა
გადაუღებელმა წვიმამ და ადიდებულმა მდინარეებმა დააზიანა 3451,5 კილომეტრი გზა, ჩამოინგრა 149 ხიდი, მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურდა 949,8 ათასი სახლი.
თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. პაკისტანში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა ათას ადამიანს გადააჭარბა. მოწმობს სტიქიურ უბედურებებთან ბრძოლის მართვის ეროვნული სამმართველოს მონაცემები.
სამმართველოს ინფორმაციით, 14 ივნისს დაწყებული მუსონური წვიმებისა და წყალდიდობის შედეგად 1033 ადამიანი დაიღუპა და 1527 დაშავდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში 119 ადამიანი დაიღუპა და 71 დაშავდა.
სამმართველოს ცნობით, გადაუღებელმა წვიმამ და ადიდებულმა მდინარეებმა დააზიანა 3451,5 კილომეტრი გზა, ჩამოინგრა 149 ხიდი, მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურდა 949,8 ათასი სახლი, დაიხოცა 719,5 ათასზე მეტი სული პირუტყვი, იტყობინება РИА Новости.
ბოლო მონაცემებით, წყალდიდობის შედეგად 33 მილიონზე მეტი ადამიანი დაზარალდა.
ამ კვირის დასაწყისში პაკისტანის ხელისუფლებამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და სხვა ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს დახმარების თხოვნით მიმართა. სამმართველოს ინფორმაციით, ბოლო 30 წლის განმავლობაში პაკისტანში საშუალოდ 134 მილიმეტრი ნალექი მოდიოდა, ხოლო წელს ქვეყანაში მოვიდა 388,7 მილიმეტრი ნალექი, რაც საშუალო მაჩვენებელზე თითქმის ორჯერ მეტია.
ყველა ახალი ამბავი
0