თბილისში ცნობილი ფრანგი დიჯეი Worakls დაუკრავს

© photo: Sputnik / Pavel Bednyakov / გადასვლა მედიაბანკშიდიჯეის მიკშერი
დიჯეის მიკშერი - Sputnik საქართველო, 1920, 28.08.2022
გამოწერა
არტისტის შემოქმედება ეხმიანება ბეთჰოვენის, ბახის, ვივალდის და სხვა კლასიკოსების ნაწარმოებებს.
თბილისი, 28 აგვისტო– Sputnik. თბილისში 4 ნოემბერს „გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდულ ორკესტრთან“ ერთად ფრანგი დიჯეი და კომპოზიტორი Worakls წარდგება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
Worakls (კევინ როდრიგესი) - ფრანგი დიჯეი, ელექტრონული მუსიკის შემსრულებელია. 2014 წლიდან სხვა კოლეგებთან ერთად შექმნა ლეიბლი Hungry Music. არტისტი გამოირჩევა იმით, რომ მისი შემოქმედება ეხმიანება ბეთჰოვენის, ბახის, ვივალდის და სხვა კლასიკოსების ნაწარმოებებს.
დიჯეი წარდგება ფესტივალზე Tbilisi Fall Set 2022, ალბომ Orchestra Part 2-ს ტურნეს ფარგლებში, რომელიც ელექტრონული და კლასიკური მუსიკის ინსტრუმენტების ნაზავს წარმოადგენს.
„ეს ის შემთხვევაა, როდესაც თანამედროვე ელექტრონული მუსიკის პოპულარული არტისტი, საფრანგეთის სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსები და „გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის“ სოლისტები ერთ სცენაზე წარდგებიან“, - წერენ ორგანიზატორები.
ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია.
ყველა ახალი ამბავი
0