https://sputnik-georgia.com/20220828/tbilissi-aivnis-camongrevis-sedegad-xandazmuli-qali-dairupa-269838709.html
თბილისში აივნის ჩამონგრევის შედეგად ხანდაზმული ქალი დაიღუპა
თბილისში აივნის ჩამონგრევის შედეგად ხანდაზმული ქალი დაიღუპა
Sputnik საქართველო
მეზობლების განცხადებით, სახლი ავარიულია
2022-08-28T13:51+0400
2022-08-28T13:51+0400
2022-08-28T13:51+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/11/269541269_0:0:3175:1787_1920x0_80_0_0_13441782e6813bbb99001ca2c183bf0b.jpg
თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. თბილისში, ჩიქობავას ქუჩაზე, იტალიურ ეზოში, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის აივანი ჩამოინგრა, რასაც 74 წლის ქალის სიცოცხლე შეეწირა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.გავრცელებული ინფორმაციით, გვიან ღამით ქალი, რომელიც ბინაში ქირით ცხოვრობდა, სარეცხს ფენდა, სავარაუდოდ მიეყრდნო მოაჯირს, რომელიც ჩამოინგრა და ქალი გადავარდა. ის ეზოში მდგარ ავტომობილს დაეცა. სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ ქალი კლინიკაში გადაიყვანა, მაგრამ მისი დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა.თუ რამ გამოიწვია ნგრევა, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა უკვე დაიწყო.მეზობლების ინფორმაციით, კორპუსი ავარიულია, მას რეაბილიტაცია სჭირდება, თბილისის მერიამ რემონტისთვის თანხის ნაწილი გამოყო, დანარჩენი თანხა კი მეზობლებს უნდა გადაეხადათ. თუმცა ბინის მეპატრონემ თანხის გადახდაზე უარი თქვა. ბინის მეპატრონემ ადგილობრივების ბრალდებები უარყო.წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/11/269541269_444:0:3175:2048_1920x0_80_0_0_7b3dc121c7dc800c9de990fd7996c612.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი ჩუღურეთი ჩიქობავა ქუჩა აივანი ჩამონგრევა ხანდაზმული ქალი დაღუპვა
თბილისი ჩუღურეთი ჩიქობავა ქუჩა აივანი ჩამონგრევა ხანდაზმული ქალი დაღუპვა
თბილისში აივნის ჩამონგრევის შედეგად ხანდაზმული ქალი დაიღუპა
მეზობლების განცხადებით, სახლი ავარიულია
თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. თბილისში, ჩიქობავას ქუჩაზე, იტალიურ ეზოში, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის აივანი ჩამოინგრა, რასაც 74 წლის ქალის სიცოცხლე შეეწირა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
გავრცელებული ინფორმაციით, გვიან ღამით ქალი, რომელიც ბინაში ქირით ცხოვრობდა, სარეცხს ფენდა, სავარაუდოდ მიეყრდნო მოაჯირს, რომელიც ჩამოინგრა და ქალი გადავარდა. ის ეზოში მდგარ ავტომობილს დაეცა. სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ ქალი კლინიკაში გადაიყვანა, მაგრამ მისი დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა.
თუ რამ გამოიწვია ნგრევა, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა უკვე დაიწყო.
მეზობლების ინფორმაციით, კორპუსი ავარიულია, მას რეაბილიტაცია სჭირდება, თბილისის მერიამ რემონტისთვის თანხის ნაწილი გამოყო, დანარჩენი თანხა კი მეზობლებს უნდა გადაეხადათ. თუმცა ბინის მეპატრონემ თანხის გადახდაზე უარი თქვა. ბინის მეპატრონემ ადგილობრივების ბრალდებები უარყო.