თბილისის გარეუბანში ხანძარია: დაკვამლიანება ქალაქშიც იგრძნობა - ვიდეო

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო მანქანა
სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო, 1920, 28.08.2022
გამოწერა
იწვის ტყე და ბალახის საფარი.
თბილისი, 28 აგვისტო– Sputnik. თბილისის გარეუბანში, ფონიჭალაში ხანძარია, აცნობეს Sputnik-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
იწვის ტყე და ბალახის საფარი.
უწყების ცნობით, ადგილზე უკვე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშოაები.
ქალაქში კვამლის სუნი იგრძნობა.
გარდა ამისა, საბურთალოს სასაფლაოზე 150 მეტრის ფართობზე ბალახი დაიწვა, ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია.
დღეს კიდევ ერთი ხანძარი იყო ძამას ხეობაშიც. მისი ლოკალიზება მეხანძრე-მაშველებმა უკვე მოახერხეს. ამ ეტაპზე ცხელი კერების დამუშავება მიმდინარეობს.
როგორც ადგილობრივებმა მედიას განუცხადეს, ხანძარი კერძო სახლის ბაღში გაჩნდა და შემდეგ ძლიერი ქარის გამო სოფელ ელბაქიანთკარის ტერიტორიაზე გავრცელდა. შედეგად, სრულად ან ნაწილობრივ დამწვარია 4 სახლი.
ყველა ახალი ამბავი
0