https://sputnik-georgia.com/20220828/didubesi-xanzari-likvidirebulia-269846173.html
დიდუბეში ხანძარი ლიკვიდირებულია
დიდუბეში ხანძარი ლიკვიდირებულია
Sputnik საქართველო
„გორგიას“ თანამშრომლის ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით 300-400 კვ მ ფართობი.
2022-08-28T23:31+0400
2022-08-28T23:31+0400
2022-08-28T23:37+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/15/252380027_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_95374b8773ee925e7a985402fd8e0376.jpg
თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. დიდუბეში, ჰიპერმარკეტ „გორგიას“ საწყობში ხანძარი ლიკვიდირებულია, იუწყება „პირველი არხი“.ცეცხლი „გორგიას“ ერთსართულიან სასაწყობო მეურნეობაში გაჩნდა, სადაც სამშენებლო მასალები და აალებადი ნივთიერებები ინახებოდა. არსებობდა ცეცხლის მიმდებარე ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე, თუმცა ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხერხდა.„გორგიას“ თანამშრომლის ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით 300-400 კვ მ ფართობი.ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ექვსი მეხანძრე-მაშველი ბრიგადა იყო ჩართული. მედიის ცნობით, „გორგიას“ თანამშრომლები ხანძრის მიზეზად ძირს დაგდებულ სიგარეტის ნამწვს ასახელებენ.თბილისში დღეს ერთბაშად რამდენიმე ხანძარი გაჩნდა. ამ დროისთვის ავჭალაში და სამგორში ხანძრები ლოკალიზებულია, შავნაბადას ტყეში კი მეხანძრეები ცეცხლს ამ დრომდე ებრძვიან, კერებმა რუსთავი-თბილისის მაგისტრალს მიაღწია. დღის საათებში სამუშაოებში იყო ჩართული ავიაცია, მაგრამ ღამის საათებში ცუდი ხილვადობის პირობებში ვერტმფრენებმა და თურქეთის თვითმფრინავმა მუშაობა შეაჩერა.წყარო - „პირველი არხი“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/15/252380027_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_780018b653787e74721c258b02c1e0c9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
დიდუბე გორგია საწყობი ხანძარი ლიკვიდაცია
დიდუბე გორგია საწყობი ხანძარი ლიკვიდაცია
დიდუბეში ხანძარი ლიკვიდირებულია
23:31 28.08.2022 (განახლებულია: 23:37 28.08.2022) „გორგიას“ თანამშრომლის ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით 300-400 კვ მ ფართობი.
თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. დიდუბეში, ჰიპერმარკეტ „გორგიას“ საწყობში ხანძარი ლიკვიდირებულია, იუწყება „პირველი არხი“.
ცეცხლი „გორგიას“ ერთსართულიან სასაწყობო მეურნეობაში გაჩნდა, სადაც სამშენებლო მასალები და აალებადი ნივთიერებები ინახებოდა. არსებობდა ცეცხლის მიმდებარე ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე, თუმცა ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხერხდა.
„გორგიას“ თანამშრომლის ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით 300-400 კვ მ ფართობი.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ექვსი მეხანძრე-მაშველი ბრიგადა იყო ჩართული. მედიის ცნობით, „გორგიას“ თანამშრომლები ხანძრის მიზეზად ძირს დაგდებულ სიგარეტის ნამწვს ასახელებენ.
თბილისში დღეს ერთბაშად რამდენიმე ხანძარი გაჩნდა. ამ დროისთვის ავჭალაში და სამგორში ხანძრები ლოკალიზებულია, შავნაბადას ტყეში კი მეხანძრეები ცეცხლს ამ დრომდე ებრძვიან, კერებმა რუსთავი-თბილისის მაგისტრალს მიაღწია. დღის საათებში სამუშაოებში იყო ჩართული ავიაცია, მაგრამ ღამის საათებში ცუდი ხილვადობის პირობებში ვერტმფრენებმა და თურქეთის თვითმფრინავმა მუშაობა შეაჩერა.