https://sputnik-georgia.com/20220827/veneciis-komisiam-mosmenebis-sesaxeb-kanoni-gaakritika-269822647.html
ვენეციის კომისიამ მოსმენების შესახებ კანონი გააკრიტიკა
ვენეციის კომისიამ მოსმენების შესახებ კანონი გააკრიტიკა
Sputnik საქართველო
ვენეციის კომისიამ საქართველოში ფარული თვალთვალის ღონისძიებების ზედამხედველობის მექანიზმს „არაადეკვატური“ უწოდა 27.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-27T19:39+0400
2022-08-27T19:39+0400
2022-08-27T19:40+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24488/46/244884689_0:97:1368:867_1920x0_80_0_0_11fa8387aa17646ddaf57d0db7107dea.jpg
თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. საქართველოში მოსმენების შესახებ კანონის პროექტი, რომელიც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მაქსიმალურად დასაშვებ ვადას სამიდან 9 თვემდე ახანგრძლივებს, ნაჩქარევად იქნა მიღებული და დასაბუთებას მოითხოვს, ნათქვამია ვენეციის კომისიის დასკვნაში.საქართველოს პარლამენტმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებები 7 ივნისს მიიღო. კანონპროექტის მიხედვით, პროკურორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს ფარული საგამოძიებო ღონისძიებების სამი თვის განმავლობაში ჩატარების თაობაზე. ვადის კიდევ სამი თვით გასაგრძელებლად საჭიროა პროკურატურის ზემდგომი თანამდებობის პირის შუამდგომლობა, ხოლო კიდევ სამი თვით - გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის შუამდგომლობა.ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნაში აღნიშნულია, რომ კანონპროექტი ნაჩქარევად იქნა მიღებული და უფრო დეტალურ დასაბუთებას მოითხოვს.ვენეციის კომისიამ საქართველოში ფარული თვალთვალის ღონისძიებების ზედამხედველობის მექანიზმს „არაადეკვატური“ უწოდა და აღნიშნა, რომ საჭიროა არსებული ფარული თვალთვალის სისტემების „ყოვლისმომცველი გადახედვა“.ვენეციის კომისია რეკომენდაციით, რაიმე კანონპროექტზე გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა ჩატარდეს ფორმალური კონსულტაციები შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.გარდა ამისა, კომისიის რეკომენდაციით, საჭიროა კანონპროექტის მიღებისა და მათ შორის ფარული თვალთვალის ვადის გახანგრძლივების აუცილებლობის დასაბუთება, ასევე მთელი სისტემის სრული გადახედვა და საქართველოში ფარული თვალთვალის სრულიად ახალი წესების მიღება.კანონპროექტზე სრული დასკვნა 22 ოქტომბერს იქნება წარმოდგენილი.მანამდე კანონპროექტმა ფარული მოსმენების შესახებ საქართველოში სკანდალი გამოიწვია. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 22 ივნისს პირველად გამოიყენა ვეტოს უფლება და პროექტი პარლამენტს დაუბრუნა. „ქართულ ოცნებაში“ პრეზიდენტის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ პროექტი სრულად შეესაბამება დემოკრატიისა და საერთაშორისო სამართლის ნორმებს. მმართველმა პარტიამ ერთპიროვნულად დაძლია პრეზიდენტის ვეტო და საკანონმდებლო ცვლილებები ძალაში შევიდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24488/46/244884689_0:0:1368:1026_1920x0_80_0_0_cee3f58c0ccdd9365573d9ecdad5b70b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ვენეციის კომისია მოსმენები კანონი კრიტიკა
ვენეციის კომისია მოსმენები კანონი კრიტიკა
ვენეციის კომისიამ მოსმენების შესახებ კანონი გააკრიტიკა
19:39 27.08.2022 (განახლებულია: 19:40 27.08.2022) ვენეციის კომისიამ საქართველოში ფარული თვალთვალის ღონისძიებების ზედამხედველობის მექანიზმს „არაადეკვატური“ უწოდა
თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. საქართველოში მოსმენების შესახებ კანონის პროექტი, რომელიც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მაქსიმალურად დასაშვებ ვადას სამიდან 9 თვემდე ახანგრძლივებს, ნაჩქარევად იქნა მიღებული და დასაბუთებას მოითხოვს, ნათქვამია ვენეციის კომისიის დასკვნაში.
საქართველოს პარლამენტმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებები 7 ივნისს მიიღო. კანონპროექტის მიხედვით, პროკურორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს ფარული საგამოძიებო ღონისძიებების სამი თვის განმავლობაში ჩატარების თაობაზე. ვადის კიდევ სამი თვით გასაგრძელებლად საჭიროა პროკურატურის ზემდგომი თანამდებობის პირის შუამდგომლობა, ხოლო კიდევ სამი თვით - გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის შუამდგომლობა.
ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნაში აღნიშნულია, რომ კანონპროექტი ნაჩქარევად იქნა მიღებული და უფრო დეტალურ დასაბუთებას მოითხოვს.
ვენეციის კომისიამ საქართველოში ფარული თვალთვალის ღონისძიებების ზედამხედველობის მექანიზმს „არაადეკვატური“ უწოდა და აღნიშნა, რომ საჭიროა არსებული ფარული თვალთვალის სისტემების „ყოვლისმომცველი გადახედვა“.
ვენეციის კომისია რეკომენდაციით, რაიმე კანონპროექტზე გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა ჩატარდეს ფორმალური კონსულტაციები შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.
გარდა ამისა, კომისიის რეკომენდაციით, საჭიროა კანონპროექტის მიღებისა და მათ შორის ფარული თვალთვალის ვადის გახანგრძლივების აუცილებლობის დასაბუთება, ასევე მთელი სისტემის სრული გადახედვა და საქართველოში ფარული თვალთვალის სრულიად ახალი წესების მიღება.
კანონპროექტზე სრული დასკვნა 22 ოქტომბერს იქნება წარმოდგენილი.
მანამდე კანონპროექტმა ფარული მოსმენების შესახებ საქართველოში სკანდალი გამოიწვია. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 22 ივნისს პირველად გამოიყენა ვეტოს უფლება და პროექტი პარლამენტს დაუბრუნა. „ქართულ ოცნებაში“ პრეზიდენტის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ პროექტი სრულად შეესაბამება დემოკრატიისა და საერთაშორისო სამართლის ნორმებს. მმართველმა პარტიამ ერთპიროვნულად დაძლია პრეზიდენტის ვეტო და საკანონმდებლო ცვლილებები ძალაში შევიდა.