უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

© Pixabay / Pexelsანთებული სანთლები
ანთებული სანთლები - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2022
გამოწერა
უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში უკვე 19 ქართველი მებრძოლია დაღუპული.
თბილისი, 27 აგვისტო - Sputnik. უკრაინაში ქალაქ კრამატორსკთან კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, იუწყება „მთავარი არხი“.
ქართველი მებრძოლი კრამატორსკთან მიმდინარე შეტაკებების დროს მძიმედ დაიჭრა, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, 25 აგვისტოს დაიჭრა კიდევ 4 ქართველი ჯარისკაცი, რომლებიც სხვა დანაყოფის შემადგენლობაში იბრძოდნენ.
არსებული ინფორმაციით, უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში უკვე 19 ქართველი მებრძოლია დაღუპული.
საქართველოს ხელისუფლებამ თავიდანვე განაცხადა, რომ მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას ორგანიზებას ვერ გაუკეთებს. ამასთან აღინიშნა, რომ სახელმწიფო ვერ აუკრძალავს ვერცერთ მოქალაქეს, ინდივიდუალურად თუ აქვს ვინმეს სურვილი, მიიღოს მონაწილეობა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.
24 თებერვალს რუსეთმა „სამხედრო სპეცოპერაცია“ წამოიწყო უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით“. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები გამოაცხადეს, რომელთა დაწესება ამ დრომდე მიმდინარეობს.
წყარო - „მთავარი არხი“
ყველა ახალი ამბავი
0