თბილისში 6 ათასზე მეტი აბონენტი ბუნებრივი აირის გარეშე დარჩება

© photo: Sputnik / Stringerგაზქურა
გაზქურა - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2022
გამოწერა
გაზმომარაგება შეუწყდება ასევე ამ ტერიტორიაზე მდებარე უნივერსიტეტებს, დაზვერვის სამსახურს, სუპერმარკეტებსა და სხვა კომერციულ თუ სამოქალაქო ობიექტებს.
თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო თბილისში, საბურთალოს და ვაკის რაიონებში 6,5 ათასზე მეტ აბონენტს 29 აგვისტოს დილით გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.
კომპანიის ინფორმაციით, 9:00 საათიდან 13:00 საათამდე გაზი გაეთიშება უნივერსიტეტის, ჯიქიას, სანდრო ეულის ქუჩის და წყნეთის ქუჩაზე მდებარე სტუდქალაქის მცხოვრებლებს.
გაზმომარაგება შეუწყდება ასევე ამ ტერიტორიაზე მდებარე უნივერსიტეტებს, დაზვერვის სამსახურს, სუპერმარკეტებს, აფთიაქებს, ტელეკომპანია „რუსთავი2“-ს და სხვა კომერციულ თუ სამოქალაქო ობიექტებს.
გაზმომარაგება სრულად 22:00 საათზე აღდგება.
ყველა ახალი ამბავი
0