https://sputnik-georgia.com/20220827/tbilisi-rvinis-ekonomistta-amerikuli-asociaciis-konferencias-maspinzlobs-269814310.html
თბილისი ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის კონფერენციას მასპინძლობს
თბილისი ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის კონფერენციას მასპინძლობს
Sputnik საქართველო
ფორუმზე მთელი მსოფლიოდან 100-ზე მეტი ღვინის ექსპერტი შეიკრიბა
2022-08-27T11:30+0400
2022-08-27T11:30+0400
2022-08-27T11:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
ქართული ღვინო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/12/249736958_0:132:2500:1538_1920x0_80_0_0_7b7d43c08a1b2187574f1df67f760a33.jpg
თბილისი, 27 აგვისტო– Sputnik. საქართველოში ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის (AAWE) მე-14 ყოველწლიური კონფერენცია იმართება.ღონისძიებას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს. ფორუმზე მთელი მსოფლიოდან 100-ზე მეტი ღვინის ექსპერტი შეიკრიბა - ღვინის ეკონომისტები აშშ-დან, გერმანიიდან, გაერთიანებული სამეფოდან, იაპონიიდან, უნგრეთიდან, საფრანგეთიდან, კანადიდან, ავსტრალიიდან, სამხრეთ აფრიკიდან, ნიდერლანდებიდან, იტალიიდანკონფერენციის მონაწილეები ღვინის ეკონომიკასა და ინდუსტრიაზე მსჯელობენ და კოლეგებს საკუთარ გამოცდილებასა და იდეებს უზიარებენ. კონფერენციის ფარგლებში უცხოელი სპეციალისტები ღვინის სამშობლოში მეღვინეობის უნიკალურ პრაქტიკასა და ყურძნის ჯიშებს გაეცნობიან.ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი კარლ სტორჩმენი, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოს პრეზიდენტი მამუკა წერეთელი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, ქართველი და უცხოელი სპეციალისტები, პროფესორები, სტუდენტები ესწრებიან.კონფერენცია 25 აგვისტოს გაიხსნა და ხვალ, 28 აგვისტოს დაიხურება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/12/249736958_138:0:2363:1669_1920x0_80_0_0_1b50d55c85e714f35e1781522f6ed294.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაცია კონფერენცია aawe
თბილისი ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაცია კონფერენცია aawe
თბილისი ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის კონფერენციას მასპინძლობს
ფორუმზე მთელი მსოფლიოდან 100-ზე მეტი ღვინის ექსპერტი შეიკრიბა
თბილისი, 27 აგვისტო– Sputnik. საქართველოში ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის (AAWE) მე-14 ყოველწლიური კონფერენცია იმართება.
ღონისძიებას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს. ფორუმზე მთელი მსოფლიოდან 100-ზე მეტი ღვინის ექსპერტი შეიკრიბა - ღვინის ეკონომისტები აშშ-დან, გერმანიიდან, გაერთიანებული სამეფოდან, იაპონიიდან, უნგრეთიდან, საფრანგეთიდან, კანადიდან, ავსტრალიიდან, სამხრეთ აფრიკიდან, ნიდერლანდებიდან, იტალიიდან
კონფერენციის მონაწილეები ღვინის ეკონომიკასა და ინდუსტრიაზე მსჯელობენ და კოლეგებს საკუთარ გამოცდილებასა და იდეებს უზიარებენ. კონფერენციის ფარგლებში უცხოელი სპეციალისტები ღვინის სამშობლოში მეღვინეობის უნიკალურ პრაქტიკასა და ყურძნის ჯიშებს გაეცნობიან.
ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი კარლ სტორჩმენი, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოს პრეზიდენტი მამუკა წერეთელი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, ქართველი და უცხოელი სპეციალისტები, პროფესორები, სტუდენტები ესწრებიან.
კონფერენცია 25 აგვისტოს გაიხსნა და ხვალ, 28 აგვისტოს დაიხურება.