https://sputnik-georgia.com/20220826/xanzari-borjomsi-269800591.html
ბორჯომში ხანძრის ძირითადი ნაწილი ლიკვიდირებულია
ბორჯომში ხანძრის ძირითადი ნაწილი ლიკვიდირებულია
Sputnik საქართველო
ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა, სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი და თურქეთის რესპუბლიკის 3 სპეციალური სახანძრო თვითმფრინავი. 26.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-26T21:52+0400
2022-08-26T21:52+0400
2023-08-17T18:48+0400
საქართველო
ახალი ამბები
შემთხვევები
ხანძრები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/19/269771462_0:177:2048:1329_1920x0_80_0_0_aba25e78d4d68e6a9e5cd32c3adcecae.jpg
თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ძირითადი ნაწილი ლიკვიდირებულია, გრძელდება ტერიტორიის მონიტორინგი, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ იოსებ ჭელიძემ, რომელიც ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ოპერატიული მართვის შტაბს ხელმძღვანელობს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსთან თემურ მღებრიშვილთან ერთად დღეს სამუშაო თათბირი გამართა. მათ ხანძრის გავრცელების არეალზე მიმდინარე სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები შეაჯამეს და ადგილზე არსებული ვითარება შეაფასეს.ცეცხლი მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სოფელ ქვაბისხევის ტყეში 19 აგვისტოს გაჩნდა. კლდოვანი და მიუწვდომელი რელიეფი ხანძრის ჩაქრობის პროცესს ართულებს. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია თავდაცვის სამინისტროს ძალები, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები, თურქეთის 3 სპეციალური სახანძრო თვითმფრინავი, მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის ტექნიკაც.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/19/269771462_88:0:2048:1470_1920x0_80_0_0_14966fe1607b5c28c83ba08a0156c140.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, შემთხვევები, ხანძრები საქართველოში
საქართველო, ახალი ამბები, შემთხვევები, ხანძრები საქართველოში
ბორჯომში ხანძრის ძირითადი ნაწილი ლიკვიდირებულია
21:52 26.08.2022 (განახლებულია: 18:48 17.08.2023) ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა, სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი და თურქეთის რესპუბლიკის 3 სპეციალური სახანძრო თვითმფრინავი.
თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ძირითადი ნაწილი ლიკვიდირებულია, გრძელდება ტერიტორიის მონიტორინგი, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
„ბოლო მონაცემებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის გავრცელების სამივე სექტორზე ლიკვიდირებულია ცეცხლის კერების 90%, ხოლო დანარჩენ 10%-ზე მიმდინარეობს ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები. ამასთანავე გრძელდება სექტორების მონიტორინგი“, — ნათქვამია სამსახურის განცხადებაში.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ იოსებ ჭელიძემ, რომელიც ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ოპერატიული მართვის შტაბს ხელმძღვანელობს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსთან თემურ მღებრიშვილთან ერთად დღეს სამუშაო თათბირი გამართა. მათ ხანძრის გავრცელების არეალზე მიმდინარე სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები შეაჯამეს და ადგილზე არსებული ვითარება შეაფასეს.
ცეცხლი მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სოფელ ქვაბისხევის ტყეში 19 აგვისტოს გაჩნდა. კლდოვანი და მიუწვდომელი რელიეფი ხანძრის ჩაქრობის პროცესს ართულებს. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია თავდაცვის სამინისტროს ძალები, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები, თურქეთის 3 სპეციალური სახანძრო თვითმფრინავი, მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის ტექნიკაც.