საქართველო ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში: რა პერსპექტივები და გამოწვევები ელოდება ქვეყანას

© photo: Sputnik / Stringerდემურ გიორხელიძე
დემურ გიორხელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2022
გამოწერა
ქართველმა და რუსმა ექსპერტებმა განიხილეს პოლიტიკური რეალობა და უახლოეს პერიოდში მოვლენების შესაძლო განვითარებაზე იმსჯელეს.
თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. რა როლი ერგება საქართველოს ახალი გეოპოლიტიკური რეალობის პირობებში – ამ კითხვაზე პასუხს შეეცადნენ ექსპერტები მოსკოვიდან და თბილისიდან ვიდეოხიდის მიმდინარეობისას, რომელიც „Sputnik–საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართა.
ვიდეოხიდის მინაწილეებმა, ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტმა, პროფესორმა დემურ გიორხელიძემ და პოლიტოლოგმა სამხრეთ კავკასიის საკითხებში ანდრეი არეშევმა განიხილეს მსოფლიო გეოპოლიტიკური ვითარება და საქართველოს ადგილი ახალ რეალობაში, თბილისის შიდა და საგარეო პოლიტიკა, ასევე ქართულ–რუსული ურთიერთობები.
არეშევის თქმით, უკრაინაში მოვლენების შედეგად ჩამოყალიბებულ ახალ რეალობაში პოსტსაბჭოთა სივრცის მცირე ქვეყნებისთვის ახალი შესაძლებლობები იხსნება, მაგრამ ამავე დროს ეს მათ მრავალი გამოწვევის წინაშე აყენებს. პირველ რიგში, ეს საქართველოს ეხება, მიიჩნევს ექსპერტი.
© photo: Sputnik / Alexander Natruskin / გადასვლა მედიაბანკშიანდრეი არეშევი
Эксперт Института востоковедения РАН Андрей Арешев во время видеомоста Москва - Ереван - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2022
ანდრეი არეშევი
„საქართველოსა და იმ ზეწოლის მაგალითზე, რომელიც მასზე სხვადასხვა მიმართულებით ხდება, ამას საკმარისი სიცხადით ვხედავთ. ეს ზეწოლა თანდათანობით გაღიზიანებასა და უკმაყოფილებას იწვევს მმართველი პარტიის, ქართული საზოგადოების მხრიდან“, – განაცხადა არეშევმა.
რუსი პოლიტოლოგის აზრით, თებერვლის ბოლოდან საქართველოზე ხორციელდება „ყველაზე დაუფარავი და მოურიდებელი“ ზეწოლა, რათა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისგან დამატებითი „პრობლემების წყარო შეიქმნას რუსეთისთვის“.

„დასავლელი პარტნიორების ლოგიკა სწორედ აქეთ არის მიმართული. საქართველოს შემთხვევაში ხაზი ესმება რუსულ–ქართულ ურთიერთობებში გადაუჭრელ პრობლემებს, ხდება აქციების პროვოცირება რადიკალური ოპოზიციის მონაწილეობით“, – აღნიშნა არეშევმა.

ექსპერტის აზრით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ საკმაოდ გაწონასწორებულ პოლიტიკას ატარებს და ღირსეულად „უძლებს ზეწოლას“ დასავლელი პარტნიორების მხრიდან, მაგრამ მოქმედებს „შესაძლებლობების ვიწრო დერეფნებში, რაც მშვენივრად ესმით რუსეთში“.
როგორც ექსპერტმა დემურ გიორხელიძემ აღნიშნა, საქართველო კოლექტიური დასავლეთისა და რუსეთის გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში უნებურად აღმოჩნდა ჩართული.
„როდესაც ორი მძლავრი ძალა ერთმანეთს ძალიან მჭიდრო რეჟიმში ეხება, პირველ რიგში გადარჩენაზე უნდა იფიქრო“, – განაცხადა ექსპერტმა.
© photo: Sputnik / Stringerდემურ გიორხელიძე
Демур Гиорхелидзе - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2022
დემურ გიორხელიძე
ვიდეოხიდის სვლელობისას მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს მონაწილეობა ფორმატში „3+3“ (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, რუსეთი, თურქეთი, ირანი). ამ პლატფორმის შექმნის ინიციატივით აზერბაიჯანისა და თურქეთის ლიდერები გამოვიდნენ. ამ იდეას ირანი და რუსეთი მიესალმებიან. საქართველოს საგარეო უწყებამ დაადასტურა, რომ თბილისი უარს ამბობს ამიერკავკასიის რეგიონულ საკონსულტაციო მექანიზმში მონაწილეობაზე.
„უარის თქმა მოლაპარაკებებში იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც პრობლემები გვაქვს (საუბარი არ არის მხოლოდ რუსეთზე), ეს ნამდვილი სისულელეა. ეს ჩემთვის მიუღებელია. მოლაპარაკებების ნებისმიერი ფორმატი დიპლომატიაა. და რა არის დიპლომატია? ესაა საკითხების გადაწყვეტა ურთიერთდასაშვები დათმობების მეშვეობით. ცალმხრივად არაფერი წყდება“, – განაცხადა გიორხელიძემ.
ლავროვმა ბაქოსა და ანკარას შესთავაზა, რომ თბილისი „3+3“ ფორმატთან მიერთებაში დაარწმუნონ>>
ექსპერტებმა ასევე განიხილეს საკითხი, ელოდება თუ არა საქართველოს პოლიტიკურად „ცხელი“ შემოდგომა. არეშევის აზრით, მოსალოდნელია სწრაფად განვითარებადი პროცესები, რაშიც მას არ დაეთანხმა ქართველი კოლეგა, რომელმაც განაცხადა, რომ პოლიტიკური მოვლენების მხრივ საქართველოს „წყნარი და მწირი“ შემოდგომა ელოდება.
ყველა ახალი ამბავი
0