Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ბენმა ქორწილში დაასახელა მიზეზი, თუ რატომ არ შედგა მათი ურთიერთობა 2001 წელს“ - დეტალები

© AP Photo / RENE MACURAბენ აფლეკი და ჯენიფერ ლოპესი
ბენ აფლეკი და ჯენიფერ ლოპესი - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2022
გამოწერა
მსახიობებმა ჯენიფერ ლოპესმა და ბენ აფლეკმა საოცნებო ქორწილში 135 სტუმრის წინაშე შეჰფიცეს ერთმანეთს მარადიული სიყვარული. თუმცა, მოგეხსენებათ, მათი სიყვარულის ბედნიერ დასასრულს წინ დიდი ქარტეხილები უძღოდა. სწორედ მათზეა ნათქვამი – „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“.
ბენ აფლეკი და ჯენიფერ ლოპესი - Sputnik საქართველო, 1920, 22.08.2022
ყვითელი ამბები
ჯენიფერ ლოპესის და ბენ აფლეკის ქორწილამდე რამდენიმე საათით ადრე სასწრაფო გამოიძახეს
„ბენმა მიზეზი დაასახელა, თუ რატომ არ შედგა მათი ურთიერთობა 2001 წელს და რატომ დაშორდნენ ისინი ერთმანეთს. მისი აზრით, ეს იმიტომ მოხდა, რომ ორივეს თავისი საკუთარი შვილები უნდა ჰყოლოდათ. მათი კავშირი ქორწინებით რომ დასრულებულიყო, მათ არ ეყოლებოდათ ის შვილები, რომლებიც ახლა ჰყავთ“, – ასე გადმოსცა ინსაიდერმა ბენის ემოციური სიტყვები და დასძინა, რომ აფლეკი, რომელსაც ჯენიფერ გარნერთან სამი შვილი ჰყავს, გიჟდება მათზე და მათ ცხოვრების უმთავრეს საჩუქრად თვლის.
ყველა ახალი ამბავი
0