https://sputnik-georgia.com/20220826/gazis-fasi-evropasi-269799246.html
ევროპაში გაზის ფასმა ათას კუბომეტრზე 3400 დოლარს გადააჭარბა
ევროპაში გაზის ფასმა ათას კუბომეტრზე 3400 დოლარს გადააჭარბა
Sputnik საქართველო
თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. ლონდონის ბირჟა ICE-ს მონაცემებით, ევროპაში გაზის ფიუჩერსების ფასებმა პარასკევს, პირველად მარტის შემდეგ, 3.400 დოლარს გადააჭარბა... 26.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-26T21:11+0400
2022-08-26T21:11+0400
2023-07-20T15:46+0400
მსოფლიო დღეს
ეკონომიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0a/252545766_0:100:1920:1180_1920x0_80_0_0_403f2800398fa41c5bd7c5426ce528fb.jpg
თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. ლონდონის ბირჟა ICE-ს მონაცემებით, ევროპაში გაზის ფიუჩერსების ფასებმა პარასკევს, პირველად მარტის შემდეგ, 3.400 დოლარს გადააჭარბა ათას კუბურ მეტრზე.ვაჭრობის დასაწყისში უახლოესი ფიუჩერსების ფასი ათას კუბომეტრზე 3.213,2 დოლარი იყო, თუმცა 18:04 საათისთვის (თბილისის დროით) ფასებმა 4,8%-ით დაიწყო ზრდა და ათას კუბურ მეტრზე 3.448,4 დოლარს მიაღწია.კოტირებების დინამიკა წინა დღის ფასს — 3.290,2 დოლარს ეფუძნება, რაც რეკორდული გახდა ევროპაში გაზის ჰაბების ფუნქციონირების მთელი პერიოდის განმავლობაში, ანუ 1996 წლიდან.მარტის დასაწყისში ევროპაში გაზის ფასებმა, რუსული ენერგორესურსების იმპორტის აკრძალვის შიშის გამო, ზედიზედ ოთხი დღის განმავლობაში განაახლა ისტორიული მაჩვენებლები. საფასო რეკორდი 7 მარტს დამყარდა, როდესაც ბუნებრივი აირის ღირებულებამ ათას კუბომეტრზე 3.892 დოლარი შეადგინა.ევროპის გაზის ბაზრებზე ფასების ბოლო მატება გამოწვეულია გაზის მიწოდებასთან დაკავშირებული გაურკვევლობით. მანამდე „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-1“ სამი დღით — 31 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით გაჩერდება, ვინაიდან საკომპრესორო სადგურ „პორტოვაიაზე“ ერთადერთი მუშა გაზსატუმბი აგრეგატის შეკეთება იგეგმება. ამ განცხადების შემდეგ სექტემბრის ფიუჩერსული კონტრაქტები გაზის მიწოდებაზე თითქმის 8%-ით გაიზარდა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0a/252545766_107:0:1814:1280_1920x0_80_0_0_c90d15a9a9226c0f3f27db8720a1a3ee.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეკონომიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
ეკონომიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
ევროპაში გაზის ფასმა ათას კუბომეტრზე 3400 დოლარს გადააჭარბა
21:11 26.08.2022 (განახლებულია: 15:46 20.07.2023) თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. ლონდონის ბირჟა ICE-ს მონაცემებით, ევროპაში გაზის ფიუჩერსების ფასებმა პარასკევს, პირველად მარტის შემდეგ, 3.400 დოლარს გადააჭარბა ათას კუბურ მეტრზე.
ვაჭრობის დასაწყისში უახლოესი ფიუჩერსების ფასი ათას კუბომეტრზე 3.213,2 დოლარი იყო, თუმცა 18:04 საათისთვის (თბილისის დროით) ფასებმა 4,8%-ით დაიწყო ზრდა და ათას კუბურ მეტრზე 3.448,4 დოლარს მიაღწია.
კოტირებების დინამიკა წინა დღის ფასს — 3.290,2 დოლარს ეფუძნება, რაც რეკორდული გახდა ევროპაში გაზის ჰაბების ფუნქციონირების მთელი პერიოდის განმავლობაში, ანუ 1996 წლიდან.
მარტის დასაწყისში ევროპაში გაზის ფასებმა, რუსული ენერგორესურსების იმპორტის აკრძალვის შიშის გამო, ზედიზედ ოთხი დღის განმავლობაში განაახლა ისტორიული მაჩვენებლები. საფასო რეკორდი 7 მარტს დამყარდა, როდესაც ბუნებრივი აირის ღირებულებამ ათას კუბომეტრზე 3.892 დოლარი შეადგინა.
ევროპის გაზის ბაზრებზე ფასების ბოლო მატება გამოწვეულია გაზის მიწოდებასთან დაკავშირებული გაურკვევლობით. მანამდე „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-1“ სამი დღით — 31 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით გაჩერდება, ვინაიდან საკომპრესორო სადგურ „პორტოვაიაზე“ ერთადერთი მუშა გაზსატუმბი აგრეგატის შეკეთება იგეგმება. ამ განცხადების შემდეგ სექტემბრის ფიუჩერსული კონტრაქტები გაზის მიწოდებაზე თითქმის 8%-ით გაიზარდა.