როგორ დაკარგა საქართველომ დაუდ ფაშა გურჯის მიერ გამოგზავნილი ბრილიანტის ყელსაბამი
როგორ დაკარგა საქართველომ დაუდ ფაშა გურჯის მიერ გამოგზავნილი ბრილიანტის ყელსაბამი
Sputnik საქართველო
ერაყის უკანასკნელი მამლუქი მბრძანებელი დაუდ ფაშა, იგივე დავით მანველიშვილი 1851 წელს გარდაიცვალა სამშობლოსგან შორს, მედინაში...ბავშვი იყო, როცა ტყვეებით... 26.08.2022-ს, Sputnik საქართველო
ერაყის უკანასკნელი მამლუქი მბრძანებელი დაუდ ფაშა, იგივე დავით მანველიშვილი 1851 წელს გარდაიცვალა სამშობლოსგან შორს, მედინაში...ბავშვი იყო, როცა ტყვეებით მოვაჭრეებმა გაიტაცეს და ოსმალეთში გაყიდეს. ბაღდადის ფაშა სულეიმან ბუიუქთან მოხვდა, რომელმაც დაუდად ქცეული დავითი მამლუქთა სასწავლებელში მიაბარა. მერე, ბედის განგებით, საფაშოს ბეჭდის მცველიც იყო, ხაზინადარიც, დავთარდარიც, ერაყის მმართველიც...დაუდ ფაშას ტახტზე ასვლის დღიდან დაიწყო უბედნიერესი ხანა ერაყის ისტორიაში. უპირველესად საგარეო საქმეები მოაგვარა: ირანს მიტაცებული ტერიტორიები წაართვა, მერე გაურჩებული ქურთისტანი მოარჯულა და შემოიერთა, მოკლე ხანში ინგლისელებს ამოუკვეთა ფეხი ერაყიდან და ბოლოს ოსმალეთის მძლავრ იმპერიასაც აგემა მარცხი.ერაყელმა ხალხმა დაუდ ფაშა ქვეყნის განმათავისუფლებლად და აღმაშენებლად შერაცხა. ამიტომაც წერდა არაბი მეცნიერი ალ-აზ-ზავი:ფრანგი ოშე-დუა კი ლხინში მჭევრმეტყველსა და ომში უმამაცეს ფაშას „გამორჩეული ხიბლით“ ევროპელ ხელმწიფეებს უფრო ამსგავსებდა, ვიდრე აღმოსავლეთის რომელიმე მბრძანებელს.სიკვდილის წინ ანდერძი დაუწერია სულეიმანის სახელზე ბაღდადის ხელმწიფეს:სულეიმანმა ანდერძის პირველი ნაწილი იოლად აუსრულა დაუდს — მექაში დაკრძალა, ხალიფა ოსმანის გვერდით, წინასწარმეტყველ მუჰამედის საფლავის სიახლოვეს. აი, მეორე სურვილის ასრულება კი არც ისე ადვილი აღმოჩნდა.იმ დღიდან მხოლოდ 27 წლის შემდეგღა მიადგა სულეიმანის გემი ბათუმს. იქ კი შეუბრალებელი მებაჟეები დახვდნენ, არავინ მოუსმინა, ყელსაბამი წაართვეს და სამეფო ხაზინას გადაუგზავნეს პეტერბურგში.ბრილიანტებით შემკული ყელსაბამი მოგვიანებით იმპერატორ ალექსანდრე მეორეს მიართვეს ძღვნად, იმან კი თავის ერთ-ერთ საყვარელს აჩუქა.ალექსანდრე მეორის სიკვდილის შემდეგ მისმა ფავორიტმა ბანოვანმა ახალი კავალერი გაიჩინა — ქართველი ბატონიშვილი ალექსანდრე მუხრან-ბატონი. ერთ დღესაც ქალმა საიდუმლო გაანდო საყვარელს – ეს ყელსაბამი ბათუმის პორტში ჩამოუტანია ვიღაც მაჰმადიანს და უთქვამს, ერაყის ყოფილმა ფაშამ, გურჯმა დაუდმა უანდერძა საქართველოს, თუმცა ამ ზღაპარს ვინ დაუჯერებდა, სად ერაყის ფაშა და სად საქართველოო.— თავადის ქალო, დაუდ ფაშა ნამდვილი ქართველი იყო, და რა გასაკვირია, რომ მან სამშობლოს ყელსაბაბი უძღვნაო, — მიუგია მუხრან-ბატონს.— თუ ასეა, ეს ყელსაბამი თქვენ გეკუთვნით, თქვენც ხომ ქართველი ხართ. საქართველომ მე თქვენი თავი მაჩუქა, სამაგიეროდ მას თავის კუთვნილ ნივთს ვუბრუნებ, — უთქვამს ქალს.ალექსანდრემ საქართველოში, თავის ოჯახში გამოგზავნა ყელსაბამი და დაუდ ფაშას ანდერძის შესაბამისად ითხოვა, ეკლესიისთვის გადაეცათ იგი. მაგრამ მისმა ხელმოკლე და-ძმებმა ვიღაც სომეხ ვაჭარს მიჰყიდეს ერაყის უკანასკნელი ქართველი მბრძანებლის საჩუქარი...ამის შემდეგ ძვირფასმა ნივთმა უამრავი პატრონი გამოიცვალა, სანამ „კაგებეს“ ერთი ოფიცრის ოჯახში არ დაიდო ბინა.გასული საუკუნის 90-იან წლებში, როდესაც ქვეყანაში ტოტალური გაჭირვება მეფობდა, არაერთი შეძლებული ადამიანი გაღატაკდა, მათ შორის ხსენებული ოფიცერიც. სწორედ მაშინ გადაწყვიტა მისმა ოჯახმა ყელსაბამის გაყიდვა 17 მილიონ აშშ დოლარად... მაგრამ ვიღაც თურქმა თაღლითებმა მშრალზე დატოვეს ისინი.გავიდა წლები და ერთ-ერთი იმ თაღლითთაგანი საქართველოში კიდევ ერთი აფიორის დასატრიალებლად ჩამოვიდა. თუმცა ამჯერად არ გაუმართლა – მისგან მოტყუებულებმა მძევლად აიყვანეს, საიმედოდ გადამალეს და ნათესავებისგან გამოსასყიდის სახით 300 ათასი დოლარი მოითხოვეს. მაგრამ მერე საქმეში პოლიცია ჩაერია და მძევალი უსასყიდლოდ გამოიხსნეს. ხოლო დაუდ ფაშას ყელსაბამი ალბათ სამუდამოდ დაიკარგა.
ერაყის უკანასკნელი მამლუქი მბრძანებელი დაუდ ფაშა, იგივე დავით მანველიშვილი 1851 წელს გარდაიცვალა სამშობლოსგან შორს, მედინაში...
ბავშვი იყო, როცა ტყვეებით მოვაჭრეებმა გაიტაცეს და ოსმალეთში გაყიდეს. ბაღდადის ფაშა სულეიმან ბუიუქთან მოხვდა, რომელმაც დაუდად ქცეული დავითი მამლუქთა სასწავლებელში მიაბარა. მერე, ბედის განგებით, საფაშოს ბეჭდის მცველიც იყო, ხაზინადარიც, დავთარდარიც, ერაყის მმართველიც...
დაუდ ფაშას ტახტზე ასვლის დღიდან დაიწყო უბედნიერესი ხანა ერაყის ისტორიაში. უპირველესად საგარეო საქმეები მოაგვარა: ირანს მიტაცებული ტერიტორიები წაართვა, მერე გაურჩებული ქურთისტანი მოარჯულა და შემოიერთა, მოკლე ხანში ინგლისელებს ამოუკვეთა ფეხი ერაყიდან და ბოლოს ოსმალეთის მძლავრ იმპერიასაც აგემა მარცხი.
ერაყელმა ხალხმა დაუდ ფაშა ქვეყნის განმათავისუფლებლად და აღმაშენებლად შერაცხა.
ამიტომაც წერდა არაბი მეცნიერი ალ-აზ-ზავი:
დაუდ ფაშა იყო დიდი სახელმწიფო მოღვაწე, ფრიად განსწავლული, დიდი ფილოსოფოსი, კანონმდებელი, განმანათლებელი, რომელმაც ბრწყინვალე რეფორმების წყალობით ერაყი აღმავლობის გზაზე დააყენა.
ფრანგი ოშე-დუა კი ლხინში მჭევრმეტყველსა და ომში უმამაცეს ფაშას „გამორჩეული ხიბლით“ ევროპელ ხელმწიფეებს უფრო ამსგავსებდა, ვიდრე აღმოსავლეთის რომელიმე მბრძანებელს.
სიკვდილის წინ ანდერძი დაუწერია სულეიმანის სახელზე ბაღდადის ხელმწიფეს:
„ჩემო ერთგულო უმცროსო მეგობარო სულეიმან! შენს სახელზე ვწერ ამ ანდერძს... ვიცი, ხვალ თუ ზეგ სიკვდილი მეწვევა და რადგან შენზე უახლოესი არავინა მყავს, შენ განდობ ანდერძის აღსრულებას... მე ქართველი ვარ, გვარად მანველიშვილი. შენც გურჯი ხარ, სულეიმან. ამიტომ, ჩემო ერთადერთო დამტირებელო, გევედრები, მექაში დამმარხე ხალიფა ოსმანის გვერდით. და კიდევ ერთი სურვილიც უნდა შემისრულო: ბრილიანტის ყელსაბამი, რომელსაც ანდერძით მიიღებ, გურჯისტანის ეკლესიას გადაეცი. იგი ჩემმა გამზრდელმა, სულეიმან ბუიუქმა მომიძღვნა მხედრული მამაცობისათვის. ეს იყო ჩემი პირველი ჯილდო და იგი მხოლოდ დედა-სამშობლოსათვის მემეტება...“
სულეიმანმა ანდერძის პირველი ნაწილი იოლად აუსრულა დაუდს — მექაში დაკრძალა, ხალიფა ოსმანის გვერდით, წინასწარმეტყველ მუჰამედის საფლავის სიახლოვეს. აი, მეორე სურვილის ასრულება კი არც ისე ადვილი აღმოჩნდა.
იმ დღიდან მხოლოდ 27 წლის შემდეგღა მიადგა სულეიმანის გემი ბათუმს. იქ კი შეუბრალებელი მებაჟეები დახვდნენ, არავინ მოუსმინა, ყელსაბამი წაართვეს და სამეფო ხაზინას გადაუგზავნეს პეტერბურგში.
ბრილიანტებით შემკული ყელსაბამი მოგვიანებით იმპერატორ ალექსანდრე მეორეს მიართვეს ძღვნად, იმან კი თავის ერთ-ერთ საყვარელს აჩუქა.
ალექსანდრე მეორის სიკვდილის შემდეგ მისმა ფავორიტმა ბანოვანმა ახალი კავალერი გაიჩინა — ქართველი ბატონიშვილი ალექსანდრე მუხრან-ბატონი. ერთ დღესაც ქალმა საიდუმლო გაანდო საყვარელს – ეს ყელსაბამი ბათუმის პორტში ჩამოუტანია ვიღაც მაჰმადიანს და უთქვამს, ერაყის ყოფილმა ფაშამ, გურჯმა დაუდმა უანდერძა საქართველოს, თუმცა ამ ზღაპარს ვინ დაუჯერებდა, სად ერაყის ფაშა და სად საქართველოო.
— თავადის ქალო, დაუდ ფაშა ნამდვილი ქართველი იყო, და რა გასაკვირია, რომ მან სამშობლოს ყელსაბაბი უძღვნაო, — მიუგია მუხრან-ბატონს.
— თუ ასეა, ეს ყელსაბამი თქვენ გეკუთვნით, თქვენც ხომ ქართველი ხართ. საქართველომ მე თქვენი თავი მაჩუქა, სამაგიეროდ მას თავის კუთვნილ ნივთს ვუბრუნებ, — უთქვამს ქალს.
ალექსანდრემ საქართველოში, თავის ოჯახში გამოგზავნა ყელსაბამი და დაუდ ფაშას ანდერძის შესაბამისად ითხოვა, ეკლესიისთვის გადაეცათ იგი. მაგრამ მისმა ხელმოკლე და-ძმებმა ვიღაც სომეხ ვაჭარს მიჰყიდეს ერაყის უკანასკნელი ქართველი მბრძანებლის საჩუქარი...
ამის შემდეგ ძვირფასმა ნივთმა უამრავი პატრონი გამოიცვალა, სანამ „კაგებეს“ ერთი ოფიცრის ოჯახში არ დაიდო ბინა.
გასული საუკუნის 90-იან წლებში, როდესაც ქვეყანაში ტოტალური გაჭირვება მეფობდა, არაერთი შეძლებული ადამიანი გაღატაკდა, მათ შორის ხსენებული ოფიცერიც. სწორედ მაშინ გადაწყვიტა მისმა ოჯახმა ყელსაბამის გაყიდვა 17 მილიონ აშშ დოლარად... მაგრამ ვიღაც თურქმა თაღლითებმა მშრალზე დატოვეს ისინი.
გავიდა წლები და ერთ-ერთი იმ თაღლითთაგანი საქართველოში კიდევ ერთი აფიორის დასატრიალებლად ჩამოვიდა. თუმცა ამჯერად არ გაუმართლა – მისგან მოტყუებულებმა მძევლად აიყვანეს, საიმედოდ გადამალეს და ნათესავებისგან გამოსასყიდის სახით 300 ათასი დოლარი მოითხოვეს. მაგრამ მერე საქმეში პოლიცია ჩაერია და მძევალი უსასყიდლოდ გამოიხსნეს. ხოლო დაუდ ფაშას ყელსაბამი ალბათ სამუდამოდ დაიკარგა.