მიმოხილვა: დასავლეთი შეშფოთებულია გამანადგურებელ МиГ-31И-ს შესაძლებლობებით

© photo: Sputnik / Evgeniy Biyatov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2022
გამოწერა
ბებერ კონტინენტზე ნატოს გაფართოებასა და პენტაგონის პროქსიოპერაციაზე რუსეთმა ბალტიის რეგიონში საჰაერო ბაზირების ჰიპერბგერითი სარაკეტო კომპლექსების განთავსებით უპასუხა და დღეს მიზანში აქვს ამოღებული მთელი ევროპა და ატლანტიკა. კალინინგრადთან ჩკალოვსკის ავიაბაზაზე მოდერნიზებული მძიმე გამანადგურებლები МиГ-31И სტრატეგიული შეკავების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გახდა.
МиГ-31И-ს საბრძოლო რადიუსი 1200 კმ-ია. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამი საავიაციო კომპლექსი МиГ-31И განთავსებულია კალინინგრადთან სტრატეგიული შეკავების დამატებითი ღონისძიებების შესრულების ფარგლებში.
აუცილებელია ხაზგასმა: სტრატეგიული შეკავება გულისხმობს 24-საათიან საბრძოლო მორიგეობას და ბირთვული ქობინების არსებობას МиГ-31И-ს ბორტზე. ჰიპერბგერითი რაკეტების Х-47М2 „კინჟალის“ მოქმედების მანძილია 2000 კმ და დასავლეთში მას მსოფლიოს ყველაზე მძლავრ ტაქტიკურ რაკეტად მიიჩნევენ. კალინინგრადის ოლქის საჰაერო სივრციდან ნატოს ნებისმიერი სამხედრო ობიექტი ევროპაში შეიძლება ექვს წუთში განადგურდეს.
მაღალტექნოლოგიური ავიაკომპლექსი „კინჟალი“ МиГ-31-ს პლატფორმაზე რუსეთს შესაძლებლობას აძლევს, ასიმეტრიულად დაუპირისპირდეს ნატოს ძალებს ევროპაში. ჰიპერბგერითი რაკეტა Х-47М2 ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებით – ავიამზიდი ხომალდებით, აეროდრომებით, სამეთაურო პუნქტებით დაცულ სამიზნეს 10 მახის სიჩქარით აღწევს.
საბრძოლო პირობებში რუსეთმა ჰიპერბგერითი რაკეტის შესაძლებლობები მარტში გამოსცადა, როდესაც ერთი დარტყმით გაანადგურა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიწისქვეშა სტრატეგიული არსენალი უკრაინის დასავლეთში. რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს თქმით, შემდგომ „კინჟალმა“ წარმატებით გაანადგურა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამიზნეები უკრაინაში. МиГ-31И გამანადგურებლის უახლესი მოდიფიკაცია კი ცალკე ინტრიგაა.

საიდუმლო „არმსტრონგის ხაზის“ მიღმა

МиГ-31И-ს მოდიფიკაციის ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები არ ქვეყნდება, თუმცა ცნობილია, რომ მძიმე გამანადგურებელი მუდმივად იხვეწება, აფართოებს სპეციალიზაციას.
ახალი ელექტრონიკის ინტეგრაცია მფრინავებს საშუალებას აძლევს, ეფექტურად გადაჭრან დასახული ამოცანები – გამოიყენონ მაღალი სიზუსტის იარაღი ან შეებრძოლონ მოწინააღმდეგის მაღალტექნოლოგიურ სისტემებს. ამერიკული გამოცემა Military Watch გამანადგურებელი МиГ-31И-ს სპეციალიზაციად მიიჩნევს 19 კმ-ზე მეტ სიმაღლეზე გაშვებას, კოსმოსური აპარატების „არმსტრონგის ზღვარზე მაღლა“, ან 400 კმ-მდე მანძილის ჰიპერბგერითი რაკეტების გამოყენებას „თანამგზავრებზე ნადირობისთვის“.
საჰაერო სამიზნეების აღმოჩენის მანძილი 320 კმ-მდე გაიზარდა, სამიზნის განადგურების მანძილი – 280 კმ-მდე.
ოთხ МиГ-31БМ-ს შეუძლია საჰაერო სივრცის გადაკეტვა (დაცვა) 1000 კმ-ის მანძილზე (მოსკოვიდან კრასნოდარამდე). მოგვიანებით გაჩნდა გამანადგურებელი МиГ-31К მოდიფიკაციით, რომელსაც შეუძლია 9 ტონა საბრძოლო ტვირთის გადატანა 25 კმ-ის სიმაღლეზე და ავითარებს 3000 კმ/სთ სიჩქარეს.
რასაკვირველია, МиГ-31И მოდიფიკაცია უფრო მძლავრ ოპციებს ფლობს და დასავლეთს აიძულებს, ახლებურად შეაფასოს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება, ევროპის უსაფრთხოების სისტემის სისუსტე.
ამასობაში რუსეთი მუშაობს მეექვსე თაობის მრავალფუნქციურ გამანადგურებელზე МиГ-41-ზე, რომელიც დამრტყმელი ავიაციის საბრძოლო გამოყენების სფეროში ახალ ტექნოლოგიურ რევოლუციას მოახდენს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0