მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ცვლილება „პატარა ოდესაში“: ნიუ-იორკში ბრაიტონ-ბიჩის ნაწილს Ukrainian Way ეწოდა

© AP Photo / Seth Wenigნიუ-იორკი, აშშ
ნიუ-იორკი, აშშ - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2022
გამოწერა
თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ნიუ-იორკში ბრაიტონ-ბიჩისა და კონი აილენდის ქუჩების კვეთას Ukrainian Way („უკრაინული გზა“) ეწოდა, განაცხადა გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა სერგეი კისლიცამ.
მისი განმარტებით, ნიუ-იორკის საქალაქო საბჭომ ჯერ კიდევ 14 ივლისს დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ბრუკლინში აღნიშნული ქუჩისთვის სახელის გადარქმევას ითვალისწინებდა.
ბრაიტონ-ბიჩი 1970-იანი წლებიდან იქცა ყოფილი სსრკ-დან ემიგრირებული რუსულენოვანი მიგრანტების ძირითად საცხოვრებელ ადგილად. სწორედ ამ ქუჩაზეა განლაგებული რუსული რესტორნები, კაფეები, საკონცერტო დარბაზები, რადიოსადგურები, სატელევიზიო სტუდიები, გაზეთების რედაქციები, სკოლები და საბავშვო ბაღები. აღსანიშნავია, რომ ბრაიტონ-ბიჩს სხვაგვრად „პატარა ოდესასაც“ უწოდებენ.
ყველა ახალი ამბავი
0