სომხეთმა საქართველოში ახალი ელჩი დანიშნა

© photo: Sputnikსომხეთის საელჩო საქართველოში
სომხეთის საელჩო საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2022
გამოწერა
რუბენ სადოიანის ნაცვლად სომხურ დიპლომატიურ მისიას საქართველოში აშოტ სმბატიანი უხელმძღვანელებს.
თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა საქართველოში ელჩი შეცვალა. სახელმწიფოს მეთაურმა ხელი მოაწერა ბრძანებას რუბენ სადოიანის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
კიდევ ერთი ბრძანებით ელჩად დაინიშნა აშოტ სმბატიანი, რომელიც წარსულში ელჩი იყო გერმანიაში, წერს Sputnik–სომხეთი.
ეროვნული საკრებულოს ყოფილი დეპუტატი რესპუბლიკური პარტიიდან რუბენ სადოიანი საქართველოში ელჩი 2017 წლიდან იყო. მისი შეცვლის გადაწყვეტილება სადოიანის დიპლომატიური მისიის დამთავრებას უკავშირდება.
სმბატიანი გერმანიაში ელჩად 2015 წელს დაინიშნა. ის 2018 წელს შეთავსებით ლიხტენშტეინის ელჩიც გახდა. სმბატიანმა დაამთავრა დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტი, იყო ლაიფციგის უნივერსიტეტის ასპირანტი.
ყველა ახალი ამბავი
0