მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

აშშ უკრაინის ტერიტორიაზე ჩატარებულ რეფერენდუმებს არ ცნობს

© AP Photo / Efrem Lukatsky
  - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2022
გამოწერა
თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. ვაშინგტონი არ ცნობს უკრაინის ტერიტორიაზე ჩატარებულ რეფერენდუმებს, განაცხადა აშშ-ის ელჩმა გაეროში ლინდა თომას-გრინფილდმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც უკრაინის საკითხებს ეძღვნებოდა.
გრინფილდმა რუსეთი ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების, ასევე დონეცკისა და ლუგანსკის ანექსიის განზრახვაში დაადანაშაულა.

„საერთაშორისო თანამეგობრობა არასდროს აღიარებს რუსეთის მცდელობას, შეცვალოს უკრაინის საზღვრები ძალის გამოყენებით. და როდესაც მსოფლიო ლიდერები მომავალ თვეში ნიუ-იორკში ჩავლენ გაეროს წესდებისადმი თავიანთი ერთგულების დასადასტურებლად, ისინი ასევე დაადასტურებენ ამ ძირითადი პრინციპის მიმართ მხარდაჭერას“, — აღნიშნა გრინფილდმა.

თებერვალში რუსეთმა დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები ცნო, რომლებმაც რუსეთის შემადგენლობაში შესვლის სურვილი გამოთქვეს. იგივე განაცხადეს ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების ამჟამინდელმა ხელმძღვანელებმა, ამ რეგიონებს ამ დროისათვის რუსული მხარე აკონტროლებს. ამ თემაზე რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის შესაძლო ჩატარება ამ რეგიონების მოსახლეობის გეგმებია და არა რუსეთისა.
ყველა ახალი ამბავი
0