ტურჩაკი: დონბასი რუსეთის ტერიტორიაა და რეფერენდუმები აუცილებლად ჩატარდება

© photo: Sputnik / Dmitriy Astakhov / გადასვლა მედიაბანკშიანდრეი ტურჩაკი
ანდრეი ტურჩაკი - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2022
გამოწერა
თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკები რუსეთის ტერიტორიებია, იქ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი აუცილებლად ჩატარდება, განაცხადა რუსეთის მმართველი პარტია „ედინაია როსიას“ გენერალური საბჭოს მდივანმა ანდრეი ტურჩაკმა.
ამასთან მას შესაძლო კენჭისყრის დრო არ დაუკონკრეტებია.

„რეფერენდუმი ჩატარდება და ამაში ეჭვი არავის არ უნდა ეპარებოდეს. ეს ტერიტორიები რუსეთის ფედერაციის რეგიონებია“, — აღნიშნა ტურჩაკმა.

ამასთან დღეს გამოცემა „ვედომოსტიმ“, რომელიც კრემლთან დაახლოებულ ხუთ წყაროს ეყრდნობოდა, გაავრცელა ინფორმაცია, რომ 11 სექტემბერს რეფერენდუმების ჩატარება ნაკლებად სავარაუდოა. კენჭისყრის თარიღები შესაძლოა „სამხედრო სპეცოპერაციის“ შედეგების შესაბამისად შეირჩეს.
მანამდე დონეცკისა და ლუგანსკის, ასევე ხერსონის, ხარკოვისა და ზაპოროჟიეს ოლქების პრორუსულმა ხელისუფლებებმა განაცხადეს, რომ რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ წინასწარვე თქვა უარი კიევის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე კენჭისყრის შედეგების აღიარებაზე. გარდა ამისა, მან პირობა დადო, რომ კიევი უარს იტყვის მოსკოვთან სამშვიდობო მოლაპარაკებაზე, თუ ასეთი პლებისციტები გაიმართება. შეერთებულმა შტატებმა შესაძლო რეფერენდუმებს "ანექსია" უწოდა.
ყველა ახალი ამბავი
0