რა შემთხვევაში დათანხმდება „ქართული ოცნება“ კონსტიტუციაში შესწორებების შეტანას

© photo: Sputnik / Stringerირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2022
გამოწერა
მაღალი პოლარიზაციის პირობებში მაღალი ბარიერი მიზანშეწონილია, მიიჩნევს ირაკლი კობახიძე.
თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. შესწორებები საქართველოს კონსტიტუციაში პარტიებისთვის საარჩევნო ბარიერის დაწევის შესახებ მხოლოდ პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების შემთხვევაში იქნება განხილული, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
პარტიებისთვის ბარიერის დაწევა საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციის ნაწილის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა. ასეთ შემთხვევაში ოპოზიცია მზადაა მონაწილეობა მიიღოს პარლამენტის მუშაობაში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 პირობის შესასრულებლად. ამჟამად პირობების განხილვაში მხოლოდ სამი ოპოზიციური პარტია მონაწილეობს, ხოლო დანარჩენები შეხვედრებს ბოიკოტს უცხადებენ.

„მთავარი ფაქტორი, რომელიც ბარიერის დაწევაზე მსჯელობას დაედება საფუძვლად, არის დეპოლარიზაცია. თუ დავინახავთ, რომ რადიკალურ ოპოზიციას აქვს სურვილი, შემცირდეს ქვეყანაში პოლარიზაციის ხარისხი, ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, გაიზრდება ჩვენი ინტერესი, დაბლა დავწიოთ ბარიერი“, – განუცხადა ჟურნალისტებს კობახიძემ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებაზე არ იმოქმედებს ოპოზიციის არც შანტაჟი, არც ულტიმატუმები.
მაღალი პოლარიზაციის პირობებში, კობახიძის განცხადებით, „უფრო მაღალი ბარიერია მიზანშეწონილი“.
უფრო ადრე კობახიძემ განაცხადა, რომ თუ საქართველო მიმდინარე წლის დეკემბერში ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს, პარლამენტი ორ თვეში მიიღებს შესწორებებს კონსტიტუციაში, რომლის თანახმად 2024 წლის და შემდეგი არჩევნები მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარდება და გამსვლელი ბარიერი ხუთის ნაცვლად ორი პროცენტი იქნება.
როგორც 2021 წელს თვითმმართველობის არჩევნებმა აჩვენა, 5%-იანი ბარიერის გადალახვა შეუძლიათ მხოლოდ „ოცნებას“, „ნაცმოძრაობასა“ და ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“. 2%-იანი ბარიერი კი გადალახა მხოლოდ ერთმა პარტიამ – „ლელო საქართველოსთვის.
ყველა ახალი ამბავი
0