https://sputnik-georgia.com/20220825/ra-abednierebs-mdidrebs-da-ra-raribebs-269768980.html
რა აბედნიერებს მდიდრებს და რა - ღარიბებს: მეცნიერული კვლევა
რა აბედნიერებს მდიდრებს და რა - ღარიბებს: მეცნიერული კვლევა
Sputnik საქართველო
თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. შეძლებულ ადამიანებს მეტ პოზიტიურ ემოციებს საკუთარი თავით კმაყოფილება ჰგვრის, ხოლო ნაკლებად შეძლებულებს — სხვა ადამიანებთან... 25.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-25T18:18+0400
2022-08-25T18:18+0400
2023-08-03T17:38+0400
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
ფსიქოლოგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23872/53/238725356_0:0:1921:1080_1920x0_80_0_0_ab772e1d26d6077823e1f3951c32abdc.jpg
თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. შეძლებულ ადამიანებს მეტ პოზიტიურ ემოციებს საკუთარი თავით კმაყოფილება ჰგვრის, ხოლო ნაკლებად შეძლებულებს — სხვა ადამიანებთან ურთიერთობა, ნათქვამია კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევაში, რომელიც ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ გამოაქვეყნა (American Psychological Association).კვლევაში 1519-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მეცნიერებმა პირველ რიგში რესპონდენტების შემოსავლების რაოდენობა დაადგინეს, შემდეგ კი გამოიკითხეს, რამდენად ძლიერად განიცდიდნენ ემოციებს, რომლებიც, მათი აზრით, ბედნიერებასთან იყო დაკავშირებული: სიყვარულს, სიხარულს, თანაგრძნობას, სიამაყეს, ენთუზიაზმს, თაყვანისცემას, კმაყოფილებას.სწავლულებმა ამისათვის რესპონდენტებს სთხოვეს შეეფასებინათ, რამდენად ეთანხმებოდნენ იმგვარ მტკიცებულებას, როგორიცაა, ვთქვათ, „სხვა ადამიანებზე ზრუნვა თბილი გრძნობებით მავსებს“.გაირკვა, რომ დიდი შემოსავლების მქონე ადამიანებისთვის დადებითი ემოციების ძირითადი წყარო საკუთარი თავით სიამაყე და კმაყოფილებაა. ისინი მაღალ შეფასებას აძლევდნენ ისეთ ფრაზებს, როგორიცაა „კმაყოფილებას მგვრის სხვა ადამიანების მხრიდან ჩემდამი გამოხატული პატივისცემა“. ნაკლებად მდიდარი ადამინებისთვის კი ბედნიერების წყარო სიყვარული და თანაგრძნობა გამოდგა.მანამდე ამერიკელი ნეირობიოლოგი მორან სერფი აცხადებდა, რომ ბედნიერების შეგრძნება ადამიანის გარემოცვაზეა დამოკიდებული და არაფერი აქვს საერთო მატერიალურ მდგომარეობასთან, პირად ფილოსოფიასა და ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23872/53/238725356_46:0:1753:1280_1920x0_80_0_0_8daa378dd9753c1c51c67dc51d243ae4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ფსიქოლოგია
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ფსიქოლოგია
თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. შეძლებულ ადამიანებს მეტ პოზიტიურ ემოციებს საკუთარი თავით კმაყოფილება ჰგვრის, ხოლო ნაკლებად შეძლებულებს — სხვა ადამიანებთან ურთიერთობა, ნათქვამია კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევაში, რომელიც ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ გამოაქვეყნა (American Psychological Association).
კვლევაში 1519-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მეცნიერებმა პირველ რიგში რესპონდენტების შემოსავლების რაოდენობა დაადგინეს, შემდეგ კი გამოიკითხეს, რამდენად ძლიერად განიცდიდნენ ემოციებს, რომლებიც, მათი აზრით, ბედნიერებასთან იყო დაკავშირებული: სიყვარულს, სიხარულს, თანაგრძნობას, სიამაყეს, ენთუზიაზმს, თაყვანისცემას, კმაყოფილებას.
სწავლულებმა ამისათვის რესპონდენტებს სთხოვეს შეეფასებინათ, რამდენად ეთანხმებოდნენ იმგვარ მტკიცებულებას, როგორიცაა, ვთქვათ, „სხვა ადამიანებზე ზრუნვა თბილი გრძნობებით მავსებს“.
გაირკვა, რომ დიდი შემოსავლების მქონე ადამიანებისთვის დადებითი ემოციების ძირითადი წყარო საკუთარი თავით სიამაყე და კმაყოფილებაა. ისინი მაღალ შეფასებას აძლევდნენ ისეთ ფრაზებს, როგორიცაა „კმაყოფილებას მგვრის სხვა ადამიანების მხრიდან ჩემდამი გამოხატული პატივისცემა“. ნაკლებად მდიდარი ადამინებისთვის კი ბედნიერების წყარო სიყვარული და თანაგრძნობა გამოდგა.
„ეს კვლევა ამტკიცებს, რომ ფული არ არის ბედნიერების გარანტია, მაგრამ უნარი აქვს გავლენა მოახდინოს მის გამოვლინებაზე“, — ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი პოლ პიფი.
მანამდე ამერიკელი ნეირობიოლოგი მორან სერფი აცხადებდა, რომ ბედნიერების შეგრძნება ადამიანის გარემოცვაზეა დამოკიდებული და არაფერი აქვს საერთო მატერიალურ მდგომარეობასთან, პირად ფილოსოფიასა და ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან.