იტალიური საზაფხულო სალათი პანცანელა: დეტალური რეცეპტი

© Pixabay / Einladung_zum_Essenსალათი პანცანელა
სალათი პანცანელა  - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2022
გამოწერა
ტოსკანაში განსაკუთრებით ხშირად ამზადებენ სალათს სახელწოდებით პანცანელა, რომელსაც თურმე მე-16 საუკუნიდან იცნობენ.
კერძოდ, ფლორენციელი მხატვარი და პოეტი ბრონზინო ლექსებში ახსენებს სალათს, რომელიც მაშინ პომიდვრის გარეშე მზადდებოდა. დროთა განმავლობაში კერძმა არაერთხელ იცვალა სახე და ახლა ბევრი სხვადასხვანაირი რეცეპტი არსებობს.
ჩვენ ქვემოთ წიგნ Culinaria Italy-ში მოყვანილ რეცეპტს შემოგთავაზებთ, რომელიც, დარწმუნებული ვართ, ძალიან მოგეწონებათ.
სხვა უგემრიელესი კერძების რეცეპტები მსოფლიოს ხალხთა სამზარეულოდან შეგიძლიათ ნახოთ აქ:

4 ულუფა პანცანელასთვის თქვენ დაგჭირდებათ:

გამხმარი თეთრი პური - 500 გ;
მწიფე პომიდორი - 5 ცალი;
წითელი ხახვი - 1 თავი;
კიტრი - 1 ცალი;
რეჰანი - 1 კონა;
ზეითუნის ზეთი - 3-4 სუფრის კოვზი;
წითელი ღვინის ძმარი - 1-2 სუფრის კოვზი;
მარილი და შავი პილპილი - გემოვნებით.

მომზადების წესი

პანცანელას ერთ-ერთი ვიდეორეცეპტი
ორიგინალური რეცეპტის მიხედვით, პანცანელასთვის ტოსკანური პურია საჭირო, მაგრამ ვინაიდან ის ჩვენში არ იყიდება, შეგიძლიათ ჩვეულებრივი თეთრი გამხმარი პური გამოიყენოთ. დაჭერით ის მომცრო ნაჭრებად, ჩაალაგეთ ჭურჭელში, მოასხით ცივი წყალი და დააყარეთ ცოტა მარილი;
როდესაც პური წყალს შეიწოვს, გაწურეთ და გადაიტანეთ სასალათეში;
დაჭერით პომიდორი შედარებით მსხვილ ნაჭრებად, კიტრი - უფრო მცირე ნაჭრებად, ხოლო ხახვი საკმაოდ წვრილ ნახევარ-რგოლებად;
დაფლითეთ რეჰანის ფოთლები უხეშად;
დაჭრილი ბოსტნეული დაამატეთ სასალათეში მოთავსებულ პურს;
მოასხით ამ ყველაფერს ზეითუნის ზეთი და შეანელეთ მარილითა და პილპილით;
მოურიეთ და თუ მაშინვე არ აპირებთ მირთმევას, შედგით მაცივარში;
გამოიღეთ მაცივრიდან როცა მოგინდებათ, მოასხით ძმარი უშუალოდ სუფრაზე მიტანის წინ და კიდევ ერთხელ ამოურიეთ.

გემრიელად მიირთვით!

ყველა ახალი ამბავი
0