Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

მირანდა შელია მილიარდერ ქმარს დაშორდა და ყოფილ შეყვარებულს ხვდება? - ვიდეო

© courtesy of Miranda Sheliaმირანდა შელია და გრიგორი მამურინი
მირანდა შელია და გრიგორი მამურინი - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2022
გამოწერა
წარმოშობით ქართველი მოდელი მირანდა შელია, რომელიც მოსკოვში გაიზარდა, გასულ წელს გათხოვდა და მალე პირველ ბავშვსაც გააჩენს. მირანდამ მთელი ზაფხული საზღვარგარეთ გატარა და უამრავ ცნობილ და ძვირადღირებულ კურორტს სტუმრობდა.
აღსანიშნავია, რომ მირანდას ფოტოებში და ვიდეოებში არსად ჩანდა მისი მილიარდერი მეუღლე გრიგორი მამურინი, სამაგიეროდ მირანდა მეგობრების გარემოცვაში ყოფილ შეყვარებულს, ცნობილ რუს ფეხბურთელ ფიოდორ სმოლოვს შეხვდა.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ სმოლოვი თავს არიდებს კამერას, რაც ეჭვებს აჩენს მისი და მირანდას ფარულ ურთიერთობასთან დაკავშირებით. მოდელი და ფეხბურთელი 2015 წელს ხვდებოდნენ ერთმანეთს და მალევე დაშორდნენ, თუმცა, როგორც კადრში ჩანს, ურთიერთობა აღადგინეს.
ყველა ახალი ამბავი
0