https://sputnik-georgia.com/20220825/markus-metreveli-coli-269748547.html
„ზრდასრული შვილები ჰყავს... არაფერი დაგვიშავებია“ - რატომ მალავდა მარკუს მეტრეველი ცოლს
„ზრდასრული შვილები ჰყავს... არაფერი დაგვიშავებია“ - რატომ მალავდა მარკუს მეტრეველი ცოლს
Sputnik საქართველო
მომღერალი მარკუს მეტრეველი დაქორწინდა. მისი რჩეული დალი ხაბულიანია, რომელიც პოლიტიკური საქმიანობითაა დაკავებული, ის ერთ-ერთი პარტიის წევრია. მარკუსი ჟურნალ... 25.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-25T18:01+0400
2022-08-25T18:01+0400
2022-08-25T21:56+0400
ყვითელი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/0a/259496461_0:0:1535:864_1920x0_80_0_0_d3a3a6b89f89b063b5af36935aceba97.jpg
მომღერალი მარკუს მეტრეველი დაქორწინდა. მისი რჩეული დალი ხაბულიანია, რომელიც პოლიტიკური საქმიანობითაა დაკავებული, ის ერთ-ერთი პარტიის წევრია. მარკუსი ჟურნალ „სარკეს“ უამბობს, რატომ მალავდა ოთხი წლის განმავლობაში ამ რომანს.„ჩვენს საზოგადოებაში დიდი რაოდენობით არის დაგროვილი ნეგატივი და ბოღმა. ეს ყველაფერი კი ჩემ შინაგან მდგომარეობაზე მოქმედებს. მეორე მხრივ, ჩავთვალე, რომ ეს პერიოდი ზედმეტი ყურადღების გარეშე ისევ და ისევ უკეთესი იქნებოდა ჩვენი ურთიერთობისთვის. ახლა, ყველაფერი რომ დალაგდა, კარგად ვიცით ერთმანეთზე ყველაფერი, გადავწყვიტეთ უკვე საჯაროდაც დაგვედო ერთობლივი ფოტო“, – ამბობს მარკუს მეტრეველი.მომღერლის თქმით, მის მეუღლეს ზრდასრული შვილები ჰყავს, მათ თავიანთი ოჯახები აქვთ და ასეთ დროს, რა თქმა უნდა, არსებობს დისბალანსი, გაუგებრობები, მაგრამ იმედი აქვთ, ყველაფერი დალაგდება და ყველა გაიგებს, რომ მათ არაფერი დაუშავებიათ და ერთმანეთი უყვართ.მარკუს მეტრეველი ჟურნალთან საუბრისას აღნიშნავს, რომ დალი ხაბულიანთან ერთად კახეთში სახლი იყიდა, რომელიც წყვილმა ერთობლივად შეიძინა და ძალიან ლამაზი გამოვიდა.„მგონი, ძალიან ლამაზი გამოგვივიდა, სახელიც აქვს – სიყვარულის სახლი ჰქვია“, – ამბობს მარკუსი.
https://sputnik-georgia.com/20220819/markus-metreveli-coli-269603046.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/0a/259496461_0:0:1535:1152_1920x0_80_0_0_02f302fd87d7fcff5a3b199f5b0d061d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, საქართველო
მომღერალი მარკუს მეტრეველი დაქორწინდა. მისი რჩეული დალი ხაბულიანია, რომელიც პოლიტიკური საქმიანობითაა დაკავებული, ის ერთ-ერთი პარტიის წევრია. მარკუსი ჟურნალ „სარკეს“ უამბობს, რატომ მალავდა ოთხი წლის განმავლობაში ამ რომანს.
„ჩვენს საზოგადოებაში დიდი რაოდენობით არის დაგროვილი ნეგატივი და ბოღმა. ეს ყველაფერი კი ჩემ შინაგან მდგომარეობაზე მოქმედებს. მეორე მხრივ, ჩავთვალე, რომ ეს პერიოდი ზედმეტი ყურადღების გარეშე ისევ და ისევ უკეთესი იქნებოდა ჩვენი ურთიერთობისთვის. ახლა, ყველაფერი რომ დალაგდა, კარგად ვიცით ერთმანეთზე ყველაფერი, გადავწყვიტეთ უკვე საჯაროდაც დაგვედო ერთობლივი ფოტო“, – ამბობს მარკუს მეტრეველი.
მომღერლის თქმით, მის მეუღლეს ზრდასრული შვილები ჰყავს, მათ თავიანთი ოჯახები აქვთ და ასეთ დროს, რა თქმა უნდა, არსებობს დისბალანსი, გაუგებრობები, მაგრამ იმედი აქვთ, ყველაფერი დალაგდება და ყველა გაიგებს, რომ მათ არაფერი დაუშავებიათ და ერთმანეთი უყვართ.
მარკუს მეტრეველი ჟურნალთან საუბრისას აღნიშნავს, რომ დალი ხაბულიანთან ერთად კახეთში სახლი იყიდა, რომელიც წყვილმა ერთობლივად შეიძინა და ძალიან ლამაზი გამოვიდა.
„მგონი, ძალიან ლამაზი გამოგვივიდა, სახელიც აქვს – სიყვარულის სახლი ჰქვია“, – ამბობს მარკუსი.